როგორ დავაღწიოთ თავი მეტეორიზმს (გაზების დაგროვებას)

როგორ დავაღწიოთ თავი მეტეორიზმს (გაზების დაგროვებას)
გაზების დაგროვებით გამოწვეულ მუცლის შებერვას მეტეორიზმი ეწოდება. მეტეორიზმის მიზეზი შეიძლება იყოს მსხვილ ნაწლავში, წვრილი ნაწლავიდან არასაკმარისად გადამუშავებული საკვების გადასვლა, შაქრისა და სახამებლის დიდი რაოდენობა იწვევს დუღილის პროცესს და გაზების დაგროვებას. მეტეორიზმის დროს აუცილებელი კვებისა და ცხოვრების წესის მოწესრიგება, როგორც სხვა კუჭ - ნაწლავის დაავადებების შემთხვევაში.

რეცეპტები:
  • ნედლი კარტოფილის წვენი მიიღება უზმოზე, 30 წთ უნდა ჩაწვეთ საწოლში. წვენის მიღებიდან 1 სთ - ში შეიძლება საუზმის მიღება. მკურნალობის კურსი 10 დღე, შეისვენეთ 10 დღე, შემდეგ გაიმეორეთ კურსი, უნდა ჩატარდეს სრული კურსი.

  • მეტეორიზმის დროს შაქრის ნატეხზე დააწვეთეთ 4 -7 წვ კამის ან ანისულის ზეთი და შეჭამეთ.

  • კამის თესლის საკვებში ჩამატება, სანელებლის სახით ხელს უწყობს გაზების დაგროვების თავიდან აცილებას.

  • მეტეორიზმის დროს მიიღება ალვის ხის დაწვით მიღებული ნახარში. 2 - 4 ჩ/კ დღეში, ჭამამდე და მის შემდეგ. ასევე გამოიყენება გულის რევის დროს.

  • სპაზმი და კოლიკა დაკავშირებულია გაზების დაგროვებასთან. მელისას ფოთლების ნახარში თავიდან აგაცილებთ პრობლემებს. 4 ჩ/კ ფოთოლს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, ჩადგით წყლიან აბაზანაში 20 წთ, გაწურეთ. მიიღება 1 ს/კ 3 -ჯერ დღეში. შესაძლებელია ნაყენის გამოყენებაც: 5 ჩ/კ ფოთოლს დაასხით 100 მლ არაყი, დააყენეთ 7 დღე, მიიღება 15 წვ. 3 - ჯერ დღეში წყალთან ერთად.

  • მუცლის ტკივილის დროს 2 ს/კ დიდგულას ახალგაზრდა ფოთლებს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ 2 სთ. გაწურეთ. მიიღება 1/4 ჭ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წთ - ით ადრე. მცირეოდენ თაფლთან ერთად.

  • მუცლის ძლიერი ტკივილის დროს: ჰაერღუმელში მოშუშეთ კუნელის ნაყოფი, მიიღება თბილი სახით თავის წვენთან ერთად. 2 ს/კ 3 -4 -ჯერ დღეში.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი