რომელი სერიოზული დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს აირების ხშირი დაგროვება - იგივე მეტეორიზმი
თუ მეტეორიზმი ეპიზოდურია და ადამიანიც ამჩნევს, რომ აშკარაა აირების ჭარბი წარმოქმნის ხელშემწყობი საკვების მიღებასთან, ექიმთან ვიზიტი შესაძლოა არ იყოს აუცილებელი, მაგრამ მუდმივი და შემაწუხებელი მეტეორიზმი, არ არის გამორიცხული, სერიოზული დაავადების ნიშანი იყოს. ამის საილუსტრაციოდ ერთ მაგალითს მოვიყვანთ. ცნობილია, რომ მდგრადი, ძლიერი, შემაწუხებელი მეტეორიზმი დიდი ხნის განმავლობაში უძღვის წინ ღვიძლის ციროზის კლინიკურ გამოვლინებას და ამ დაავადების გამო მუცლის ღრუში სითხის დაგროვებას ანუ ასციტს. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით არის შემუშავებული რეკომენდაცია იმის თაობაზე, როდის მივმართოთ ექიმს. დადგენილია, რომ მეტეორიზმსა და აირების ჭარბად გამოყოფასთან ერთად განსაზღვრული ნიშნების არსებობა სპეციალისტის აუცილებელი კონსულტაციის ჩვენებაა.
ამრიგად, ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს, თუ მეტეორიზმსა და აირების ჭარბ გამოყოფას თან ახლავს:
რჩევები
ამრიგად, ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს, თუ მეტეორიზმსა და აირების ჭარბ გამოყოფას თან ახლავს:
- ფაღარათი;
- ყაბზობა;
- გულისრევა ან ღებინება;
- წონის დაქვეითება;
- ტკივილი მუცლის ან სწორი ნაწლავის არეში;
- მუდმივი გულძმარვა;
- მეტეორიზმი შემაწუხებელი და მუდმივია.
რჩევები
- არასოდეს დავტოვოთ უღურადღებოდ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები.
- დაიცავით რეკომენდაციები კვების რეჟიმის თაობაზე.
- ერიდეთ მეტეორიზმის გამომწვევ საკვებს.
- არ მიიღოთ ანტიბიოტიკები აუცილებელი ჩვენების გარეშე - ისინი ნაწლავურ მიკროფლორას ანადგურებენ.
- დიდხანს ნუ გამოიყენებთ საფაღარათო საშუალებებს.