განთავისუფლდით მეტეორიზმისგან ბუნებრივი საშუალებებით.

განთავისუფლდით მეტეორიზმისგან  ბუნებრივი საშუალებებით.
გაზების დაგროვებით გამოწვეულ მუცლის შებერვას მეტეორიზმი ეწოდება. გაზების დაგროვებას უმეტესად იწვევს გაძლიერებული დუღილის პროცესი, უჯრედისით და ნახშირწყლებით მდიდარი საკვების, დიდი რაოდენობით მიღება. მეტეორიზმი შეიძლება წარმოიქმნას გულის უკმარისობის, კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის, ნაღვლის ბუშტის გაღიზიანების, ნაწლავთა გაუვალობის ან შეხორცების დროს. მეტეორიზმის მიზეზი შეიძლება იყოს მსხვილ ნაწლავში, წვრილი ნაწლავიდან არასაკმარისად გადამუშავებული საკვების გადასვლა, შაქრისა და სახამებლის დიდი რაოდენობა იწვევს დუღილის პროცესს და გაზების დაგროვებას. მეტეორიზმის დროს აუცილებელი კვებისა და ცხოვრების წესის მოწესრიგება, როგორც სხვა კუჭ - ნაწლავის დაავადების შემთხვევაში.

რეცეპტები:
  • კუჭ - ნაწლავის ანთებითი პროცესის, მეტეორიზმის, ფაღარათის დროს მიიღება გვირილას ნაყენი. 10 ჩ/კ ყვავილს დაასხით 2 ჭ ცივი წყალი, დააყენეთ 8 სთ. წამოადუღეთ 5 წთ, გააგრილეთ, გაწურეთ. მიიღება 2 დღის განმავლობაში 1/2 ჭ 3 - ჯერ დღეში, ჭამის წინ.

  • ბურბუშელას ძირების ნაყენი მიიღება გასტრიტის, მეტეორიზმის, შეკრულობის, ღვიძლის დაავადების დროს, ასევე ნივთიერებათა გაუმჯობესების მიზნით 2 ჩ/კ. დაქუცმაცებულ ძირებს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ ნ 8 სთ. მიიღება 1/4 ჭ 4 - ჯერ დღეში, ჭამამდე.

  • მეტეორიზმის, გულძმარვის, მადის მოსამატებლად, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, შეკრულობის, აქილიის - კუჭში მარილმჟავას არარსებობის დროს გამოიყენება ასისთავას ნაყენი: 2 ს/კ გამშრალ, დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, დაახურეთ მჭიდროდ. მოათავსეთ წყლიან აბაზანაში 15 წთ. პერიოდულად მოურიეთ, შემდეგ გააცივეთ, გაწურეთ, ნედლეული კარგად გამოწურეთ, ნაყენი შეავსეთ საწყის დონემდე, გადადუღებული წყლით (1 ჭ) მიიღება 1/2 ჭ 3 - ჯერ დღეში, თბილად, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე.

  • მეტეორიზმის დროს მიიღება ინგლისური მარილი 1 გრ ( დანის წვერით ) 3- ჯერ დღეში. ჭამამდე.

  • 1 ს/კ კამის ზეთი 1 ლ წყალში გახსენით. მიიღება 1 ს/კ 5 - 6- ჯერ დღეში.

  • მეტეორიზმის დროს: 1ჩ.კ ყვითელი ძიძოს დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 1ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღება 1/2 ჭ 3 - ჯერ დღეში.

  • მეტეორიზმის, მონელების შეზღუდვის დროს ველური სტაფილოს თესლი დაფქვით. მიიღება 1 გრ (დანის წვერით) 3- ჯერ დღეში.

  • 30 გრ კულმუხოს დაქუცმაცებულ ძირებს დაასხით 1ლ მდუღარე წყალი, ადუღეთ 5 წთ, დააყენეთ 1 სთ. გაწურეთ. მიიღება 1/2 ჭ 3 - ჯერ დღეში. მეტეორიზმის დროს.

  • 1 ჩ/კ აბზინდის მშრალ ბალახს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ, მიიღება 1 ს/კ 3 - ჯერ დღეში. ჭამამდე 15 წთ - ით ადრე.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი