მცირესისხლიანი და მტკივნეული მენსტრუაციის სამკურნალო უებარი რეცეპტები
ამენორეა - მენსტრუაციის არ ქონა. განასხვავებენ ფიზიოლოგიურ (სქესობრივ მომწიფებამდე, ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს, ხანდაზმულ ასაკში ) და პათოლოგიურ ამენორეას. პათოლოგიური ამენორეა აღინიშნება სასქესო ორგანოების განვითარების ნაკლოვანების, სხვადასხვა ენდოკრინული დაავადების, ინფალტილიზმის, ნერვული სისტემის დაზიანების, ფსიქიური აშლილობის დროს.
სამკურნალოდ გამოიყენება:
სამკურნალოდ გამოიყენება:
- 1 ჩ/კ კულმუხოს დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წთ. დაბალ ცეცხლზე, გააჩერეთ ღამის განმავლობაში. მიიღეთ 1 ს/კ 4 - ჯერ დღეში. ფესვის ნახარშს იყენებენ მტკივნეული და არარეგულარული მენსტრუაციის დროს, აწესრიგებს თვიურის დროს გამოყოფილი სისხლის რაოდენობას.
- დიდკამას ფესვის ნახარში ხელს უწყობს შარდდენას და თვიურის დროს გამოყოფილი სისხლის რაოდენობის მომატებას, აძლიერებს საშვილოსნოს შეკუმშვას და ამცირებს ტკივილს.
- თვიური უფრო მეტსისხლიანი რომ იყოს, უნდა მიიღოთ წიწმატის თესლი. ერთჯერადი დოზა - 5 გრ.
- არარეგულარული, ან მტკივნეული, მენსტრუაციის დროს დაგეხმარებათ ცისკარა: 2 ჩ/კ ნედლეულს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღეთ 40 - 50 მლ.
- ოხრახუშის თესლი დააქუცმაცეთ ფხვნილის მიღებამდე, 4 ჩ/კ ფხვნილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და ადუღეთ 15 წთ. დაბალ ცეცხლზე. გააცივეთ, გაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ 5 - 6 - ჯერ დღეში.