ნევრასთენიის, მომატებული აღგზნებულობის და თავის ტკივილის სამკურნალო უებარი საშუალებები
ნერვოზს ახასიათებს ფუნქციური შექცევადი ნერვულ-ფსიქოლოგიური მოშლა და რომლის დროსაც ავადმყოფი არ კარგავს დაავადებისადმი კრიტიკულ დამოკიდებულებას, საკუთარი ქცევის მართვის უნარს. ამჟამად ნერვოზი ითვლება ისეთ დაავადებად, რომელიც ვითარდება მწვავე ფსიქოლოგიური ტრავმის ან ხანგრძლივი ნერვული გადაძაბვის შედეგად.
რეცეპტები ნევროზის სამკურნალოდ:
რეცეპტები ნევროზის სამკურნალოდ:
- ნევრასთენიის და მომატებული აღგზნებულობის, თავის ტკივილის და უძილობის დროს გიშველით ძიძოს ბალახის ნაყენი ( 1 ს/კ ნედლეული 1 ჩ/ჭ ცივ, ანადუღარ, წყალზე, გააჩერეთ 4 სთ და გაწურეთ ) - მიიღეთ 100 გრ. 2 -3 - ჯერ დღეში.
- ცენტრალურ ნერვულ სისტემას ამშვიდებს კოწახურის ქერქის, ან ფესვის, ნახარში. 30 გრ ნედლეულს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე 15 წუთით. მიიღეთ 1 ს/კ 3- ჯერ დღეში.
- ნერვული დაუძლურების დროს ასტენიურ - ნერვული რეაქციის მოსახსნელად იყენებენ მანანას ნაყენს: 2 ს/კ ნედლეულს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ ღამის განმავლობაში თერმოსში. მიიღეთ 100 გრ 4 - ჯერ დღეში.
- ნერვული დაუძლურების და ისტერიის დროს გიშველით ანგელოზას ფესვის ნახარში. 2 ჩ/კ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და დადგით მდუღარე წყლის აბაზანაზე 30 წთ. მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ 3 -4 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ამავდროულად, უნდა მიიღოთ ანგელოზას ნახარშის აბაზანები, ამ მიზნით 2 მუჭა ხმელს ფესვს დაასხით 3 ლ წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, ადუღეთ 15 წთ. გადადგით და გააჩერეთ 2 წთ. აბაზანები უნდა მიიღოთ დღეგამოშვებით, 3 კვირის განმავლობაში.
- ნევრასთენიის დროს დამამშვიდებელი მოქმედება აქვს ჩაივით დაყენებულ მინდვრის ნემსას. 1 ჩ/კ დაქუცმაცებულ ბალახს, ყვავილებთან ერთად, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 15 - 20 წთ. მიიღეთ მცირე ყლუპებით დღის განმავლობაში. იგივე მოქმედება აქვს მინდვრის ნემსას წვენს: მიიღეთ 1 ჩ/კ 3 - ჯერ დღეში, დააყოლეთ წყალი.