ნაცადი ხალხური საშუალება, რომელიც მენსტრუალური ტკივილისგან გაგანთავისუფლებთ!
ცივ ამინდში მენსტრაუციის დროს ქალი უნდა მოერიდოს გაცივებას ( განსაკუთრებით ფეხებისა და მუცლის გაცივებას ). დაიცვას გარეთა სასქესო ორგანოები მტვრისაგან.
მენსტრუაციის დროს ქალმა არ უნდა ჭამოს ცხარე საჭმელი. არ შეიძლება ალკოჰოლური სასმელების მიღება, რათა სისხლის მიმოქცევა და, შესაბამისად, საშვილოსნოდან სისხლდენა არ გაძლიერდეს.
ჯანმრთელ ქალს თვიურის დროს შეუძლია შეასრულოს ჩვეულებრივი სამუშაო და ზოგიერთი ფიზიკური ვარჯიშიც კი. ამ დროს არ შეიძლება ცხენით ჯირითი, ველოსიპედით გასეირნება, სირბილი.
მენსტრუაციის მოშლა ( ჭარბი, გახანგრძლივებული თვიური ან ხანმოკლე თვიური მცირე რაოდენობით სისხლის დაკარგვით, ხშირი ან იშვიათი თვიური ) შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი მიზეზით. ამიტომ თვიურის მოშლის ყველა შემთხვევაში ქალმა უნდა მიმართოს ექიმს. ქალმა ყურადღება უნდა მიაქციოს მენსტრუაციის დროულად მოსვლას და მის მიმდინარეობას. სამწუხაროდ არცთუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც ქალი ამ საკითხს არ აქცევს ყურადღებას, ამიტომ მან შეიძლება დროულად ვერ შეამჩნიოს მენსტრუალური ციკლის მოშლა.
ტკივილის გაყუჩება მენსტრუაციის პერიოდში.
ქალებისათვის ამ უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად არსებობს ნაცადი ხალხური საშუალება;
ჩვეულებრივი მინდვრის შვიტას ნაყენი გიხსნით ტკივილებისაგან კრიტიკულ დღეებში. რომელიც უნდა დააყენოთ როგორც ჩაი: მოათავსეთ ჩაის მოსამზადებელ ჩაიდანში 1 ს/კ ბალახი და დაასხით ადუღებული წყალი, დააყენეთ 10 წთ. გადაასხით ფინჯანში ბალახის ნაყენი და გააზავეთ მდუღარე წყლით. სვით ნაყენი 5-ჯერ დღეში, ვიდრე ტკივილები არ მინელდება.
გაფრთხილება: მინდვრის შვიტას ნაყენი არ შეიძლება მიიღოთ თირკმელების ანთებითი დაავადებების დროს.