ამენორეა. მტკივნეული და მწირი მენსტრუაციის სამკურნალო ხალხური საშუალებები.
ამენორეა - მენსტრუაციის არ ქონა. განასხვავებენ ფიზიოლოგიურ ( სქესობრივ მომწიფებამდე, ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს, ხანდაზმულ ასაკში ) და პათოლოგიურ ამენორეას. პათოლოგიური ამენორეა აღინიშნება სასქესო ორგანოების განვითარების ნაკლოვანების, სხვადასხვა ენდოკრინული დაავადების, ინფატილიზმის, ნერვული სისტემის დაზიანების, ფსიქიური აშლილობის დროს. ამენორეა ვითარდება, ასევე, გინეკოლოგიური დაავადებების მწვავე და ქრონიკული ინფექციების დროს, ქიმიური ნივთიერებებით ( ტყვია, ფოსფორი, ვერცხლისწყალი და სხვა ). ქრონიკული მოწამვლის, საკვერცხეზე რადიაქტიური დასხივების დროს. აუცილებლად უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისაგან: მენსტრუაცია შეკავებულია თუ საერთოდ არ არის.
ხალხური რეცეპტები ამენორიის სამკურნალოდ:
ხალხური რეცეპტები ამენორიის სამკურნალოდ:
- მენსტრუაციის დაგვიანების დროს სასარგებლოა გვირილის ნაყენის თბილი ოყნა.
- ცხელ აბაზანაში ფეხების ჩაწყობით დილას და საღამოს 20 წთ. 42 - 45 გრადუსის წყალში, შეიძლება ჩაყაროთ ზღვის მარილი, 2 - 3 ს/კ ძმარი, 1 - 2 მუჭი მშრალი მდოგვი.
- საშორს გამოსარეცხად გამოიყენება ახალგამოწურული კომბოსტოს წვენი.
- მწირი მენსტრუაციის დროს: 1/2 ჭ წყალი აადუღეთ, შემდეგ ცეცხლის ალი ისე შემაცირეთ, რომ დუღილი თითქმის შეწყდეს, წყალში ჩაყარეთ 4 გრ ტეგანის დაჭრილი ფოთლები, ადუღეთ 15 წთ, ნელ ცეცხლზე, გაწურეთ. მთლიანად მიიღეთ დილით უზმოზე. მიღების შემდეგ 5 -6 სთ საკვები არ უნდა მიიღოთ. პროცედურა სრულდება ერთჯერადად.
- შემცირებული მენსტრუაციის ან მისი არქონის დროს: 2 დღე, დილით უზმოზე მიიღება 1/2 ჭ ნაყენი: 1 ც ხახვის ნაფრცქვენს დაასხით 2 ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15 წთ. გააცივეთ, გაწურეთ, ან 2 კგ ხახვის ნაფრცქვენს დაასხით 3 ლ წყალი, ადუღე სანამ ნახარში მიიღებს მუქ წითელ ფერს. მიიღება 100 მლ ჭამამდე, დილა - საღამოს.
- მენსტრუაციის არქონის შემთხვევაში 1 ს/კ ჩვეულებრივი ღოლოს ფოთლები მოხარშეთ 1 ჭ წყალში, შეფუთეთ, გააჩერეთ 2 სთ. მიიღება 2 ს/კ 3 - ჯერ დღეში, თაფლთან ერთად.