მტკივნეული და მწირი მენსტრუაციის სამკურნალო საშუალებები
ამენორეა - მენსტრუაციის არ ქონა. განასხვავებენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ ამენორეას. ამენორეის დროს რეკომენდებულია B2 და B6 ვიტამინების კომპლექსურად მიღება. მენსტრუაციამდე 1 კვირით ადრე მიიღება მაგნიუმის ტაბლეტების 1 ტბ 1 - ჯერ დღეში და მცენარეული ზეთის 1 ს/კ 1 - ჯერ დღეში მიღება ( ზეთი შეიცავს ვიტ. E - ს).
მენსტრუაციული ციკლის დაწყების დაჩქარებას ხელს უწყობს ისეთი საკვების მიღება, როგორიცაა: ხახვი, ნიორი,წითელი წიწაკა, ბოლოკის წვენი, ოხრახუში (მთლიანი მცენარე ), პირშუშხა, კომბოსტო.
რეცეპტები:
მენსტრუაციული ციკლის დაწყების დაჩქარებას ხელს უწყობს ისეთი საკვების მიღება, როგორიცაა: ხახვი, ნიორი,წითელი წიწაკა, ბოლოკის წვენი, ოხრახუში (მთლიანი მცენარე ), პირშუშხა, კომბოსტო.
რეცეპტები:
- სააფთიაქო გვირილა და ბეგქონდარას თითო ს/კ მოხარშეთ 1/2 ლიტრ წყალში, გააჩერეთ დახურულ ჭურჭელში 30 წთ. გამოწურეთ, მიიღება 200 მლ 3 - ჯერ დღეში.
- მიხაკი - სანელებელი (40 ცალი ) ადუღეთ 1 ლ წყალში, წყლის განახევრებამდე. მიიღება შეუზღუდავად, მხოლოდ თავიდან იწყება 1 ს/კ 3- ჯერ დღეში. დოზა იზრდება თანდათან.
- გულყვითელას ნაყენი მიიღება 40 წვ 3 -ჯერ დღეში. ამასთან ერთად ადგილობრივად (საშოში) იყენებენ გულყვითელას და აბზინდას ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონს.
- 1 კონა ოხრახუშს დაასხით 0,6 ლ წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წთ, მიიღება დღის განმავლობაში. ნახარშის მიღებიდან 7 -10 დღის შემდეგ მენსტრუაცია თუ არ დაიწყო, უნდა მიიღოთ ნაყენი: თანაბარი რაოდენობის - სამკურნალწამლო ტეგანი, თავშავა, მამულა, კანაფის კენწეროები, მზესუმზირას ყვავილი, ხახვის ნაფრცქვენები. 1 ს/კ ნაკრებს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 1 წთ, დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღება 2/3 3 -ჯერ დღეში, ჭამის წინ.