ბოსტნეული რომელსაც ხშირად იყენებენ ქოლესტერინის და წონის დასაკლებად
ცუკინი ჩვენთვის ცნობილი ყაბაყის ნაირსახეობაა, გარეგნულად კიტრს წააგავს და ძალიან პოპულარულია ევროპაში. ეს ბოსტნეული სათბურშიც იზრდება, ამიტომ მთელი წლის განმავლობაშია გაყიდვაში. ცუკინი დაბალკალორიულია და შესანიშნავად ითვისებს ორგანიზმი. ამის გამო მას ხშირად იყენებენ ბავშვთა კვებაში და სამკურნალო დიეტებში.
ყაბაყი პირველად ცენტრალური ამერიკასა და მექსიკაში გამოიყვანეს, მაგრამ საკვებად მაშინ მხოლოდ გამდამწიფებული ნაყოფის თესლს გამოიყენებდნენ. ევროპაში ყაბაყი "ახალი სამყაროდან" სხვა მცენარეებთან ერთად მეზღვაურებმა შემოიტანეს და დიდხანს მას დეკორატიული მიზნებით იყენებდნენ.
მხოლოდ XVII საუკუნეში შეაფასეს მოიმწიფებელი ყაბაყის გემოვნებითი თვისებები იტალიელმა კულინარებმა და მისი აქტიურად გამოყენება სხვადასხვა კერძებში. დღეს წარმოუდგენელია ხმელთაშუა ზღვის ასე განთქმული სამზარეულო ყაბაყის გარეშე.
კალორიების მინიმუმი
როგორც ვთქვით, ცუკინი ყველაზე დაბალკალორიული ბოსტნეულია, ხშირად გამოიყენება დიეტური მიზნებით: წონისა და ქოლესტერინის დონის დასაკლებად. 100 გრ ცუკინი მხოლოდ 17 კკალ შეიცავს. არ შეიცავს ცხიმებს და ქოლესტერინს; მდიდარია უჯრედისით, რომელიც არეგულირებს ნაწლავების მუშაობას და ორგანიზმს იცავს კიბოს ზოგიერთი სახეობისგან.
ფოლის მჟავა და კალიუმი
ყაბაყის ყველა სახეობა ფოლის მჟავას შეიცავს - 100 გრამში 25 კგ, რაც რეკომენდებული დღიური ნორმის დაახლოებით 6 % შეადგენს. ეს ნივთიერება კი მნიშვნელოვან როლს თამაშობს დნმ - ის სინთეზისა და უჯრედების დაყოფის პროცესებში. როგორც კიტრი, ყაბაყიც კალიუმის შესანიშნავი წყაროა. გულისა და სისხლძარღვების მეგობარი ეს მინერალური აქვეითებს სისხლის წნევას და გულის კუმშვის სიჩქარეს, რამდენადაც ანეიტრალებს ნატრიუმის მოქმედებას. ნატრიუმის სიჭარბე თანამედროვე ადამიანის რაციონში გამოწვეულია დამარილებული კონსერვების, შებოლილი და სწრაფი კვების პროდუქტების ბოროტად სარგებლობის შედეგად.
ვიტამინები და ანტიოქსიდანტები
ახალი ყაბაყი მდიდარია A და C ვიტამინებით. ეს უკანასკენლი 100 გრ - ში დაახლოებით 17,9მკგ - ა, რაც რეკომენდებული სადღეღამისო დოზის 30 % შეადგენს. ამას გარდა, ცუკინისა და ნორჩი ყაბაყის მკვეთრი მწვანე კანი მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტებს - ლუტეინს, ზეაქსანტინსა და კაროტინს შეიცავს. ეს ნაერთები ეხმარება თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში და აყოვნებს დაბერების პროცესებს.