ყველაზე მეტი C ვიტამინი არა ციტრუსებშია, არამედ ჩვეულებრივ ტკბილ წიწაკაში!
ტკბილი წიწაკა გემრიელია, სასარგებლო და ძალიან დაბალკალორიული ბოსტნეულია. ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებების შთამბეჭდავ რაოდენობასა და 100 გრამზე მხოლოდ 31 კკალ - ს შეიცავს. წიწაკის სამშობლო ცენტრალური ამერიკაა. XVI - XVII საუკუნეებში ესპანელმა და პორტუგალიელმა მეზღვაურებმა ის ევროპაში ჩამოიტანეს.
ტკბილი წიწაკა ცოტაოდენ ჩილიცაა
ანუ, მიუხედავად სასიამოვნო გემოსი, ტკბილი წიწაკა მწარე ჩილის ახალი ნათესავია და ასევე შეიცავს მცირე რაოდენობით მწარე ალკალოიდ კაპსიოცინს. ყველაზე მეტი C ვიტამინი არა ციტრუსებშია, არამედ ჩვეულებრივ ტკბილ წიწაკაში, ბროკოლში, ისპანახსა და შავ მოცხარშია. ამ ნივთიერებას ანტიბაქტერიული, ანთებსაწინააღმდეგო და ანტიკანცეროგენული თვისებები აქვს და აქვეითებს სისხლში "ცუდ" ქოლესტერინს. ცოცხალი ტკბილი წიწაკა - განსაკუთრებით წითელი და მწვანე ჯიშისა - C ვიტამინის კარგი წყაროა. 100 გრ ცოცხალი წითელი წიწაკა 128 მკგ ამ ვიტამინს შეიცავს, რაც მოზრდილი ადამიანებისთვის რეკომენდებული სადღეღამისო ნორმის 213% -ს შეადგენს. C ვიტამინი მძლავრი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში კოლაგენის სინთეზისათვის. ეს ნივთიერება ძირითადი სამშენებლო მასალაა სისხლძარღვების, კანის, შინაგანი ორგანოებისა და ძვლების სიმთელის შესანარჩუნებლად. ამას გარდა, C ვიტამინის რეგულარული მოხმარება (ზომიერად) ეფექტურად იცავს ორგანიზმს ინფექციისგან და ებრძვის თავისუფალი რადიკალებით გამოწვეულ ანთებით რეაქციებს.
შეიცავს სხვა სასარგებლო ნივთიერებებსაც
ტკბილი წიწაკა მდიდარია A ვიტამინით. 100 გრ ცოცხალი წიწაკით შეიძლება ამ ვიტამინის სადღეღამისო დოზის მიღება. ეს ბოსტნეული ასვე შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც ხელს უწყობს ფერმენტების სინთეზსა და ნივთიერებათა ცვლის რეგულაციას. ამის გარდა, ის შეიცავს ბიოფლავონოიდებს - ბუნებრივი ანტიოქსიდანტების კიდევ ერთ ნაირსახეობას: ალფა და ბეტა - კაროტინს, ლუტეინს, ზეაქსანტინს და კრიპტოქსანტინს. ტკბილ წიწაკაში არის მინერალური ნივთიერებებიც: რკინა, თუთია, კალიუმი, მარგანეცი, მაგნიუმი და სელენიუმი.