დიეტა მათთვის, ვისაც შიმშილი არ შეუძლია: 6 დღეში მინუს 3 კილოგრამი!
ყაბაყის დიეტა
ზაფხული სწორედ ის დროა, როდესაც ჩვენს ფიგურას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ. ნატურალური ბოსტნეული ხელს გვიწყობს წონის დაკლებაში, რადგან ისინი გაჯერებულია ვიტამინებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით, რომლებიც ორგანიზმს ტოქსინებისგან გაწმენდაში და წყალ-მარილის ბალანსის აღდგენაში უწყობს ხელს.
ყაბაყი - უგემრიელესი პროდუქტი, რომელიც გვეხმარება შეშუპებისა და ყაბზობის დამარცხებაში. გარდა ამისა, ეს ბოსტნეული აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და გვეხმარება წონის დაკლებაში.
თქვენ მოგიწევთ გემრიელი ბოსტნეულით კვება, რათა 6 დღეში 2-3 კილოგრამი დაიკლოთ წონაში. გთავაზობთ კვების რაციონს 2 დღისთვის, რომელიც რიგ-რიგობით უნდა გაიმეოროთ 6 დღის განმავლობაში.
პირველი დღე
მეორე დღე
ამ 6 დღიანი დიეტის განმავლობაში არ არის რეკომენდირებული ტკიბილი პროდუქტების, ყავისა და ალკოჰოლის მიღება. მიირთბით დღის განმავლობაში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი!
იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც და არ დაგავიწყდეთ მათთვის ამ დიეტის გაზიარება!

- საუზმე: გახეხეთ 1 კგ ყაბაყი, ჩაამატეთ მასში 1 კვერცხი, 3 სუფრის კოვზი ჭვავის ფქვილი, ნებისმიერი მწვანილი და გამოაცხვეთ ღუმელში.
- საუზმობასა და სადილობას შორის: დაჭერით წვრილად ან გახეხეთ ყაბაყი და სტაფილო, შეაზავეთ უცხიმო იოგურტით. წაიხემსეთ მსუბუქად!
- სადილი: დაჭერით კუბიკებად ერთი სტაფილო, ერთი ბულგარული წიწაკა, ნიახურის ერთი ღერო, პატარა ყაბაყი, დაასხით 2 ლიტრი წყალი და ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში.
- დღის მეორე ნახევარში: გახეხეთ პატარა ყაბაყი, 3-4 სანტიმეტრი სიგრძის ჯანჯაფილის ფესვი, ბულგარული წიწაკა და შეურიეთ ყველაფერი ერთმანეთში. ჩაამატეთ 200 გრამი უცხიმო ხაჭო და გემრიელად მიირთვით!
- ვახშამი: აიღეთ ნახევარი კილოგრამი ყაბაყი. თითოეული ნაყოფი გაჭერით 2 ნაწილად და გამოშიგნეთ. გულის გარეშე დარჩენილ ყაბაყი გამოავსეთ წვრილად დაჭრილი სასურველი ბოსტნეულით, გაახვიეთ ფოლგაში და გამოაცხვეთ.
მეორე დღე
- საუზმე: გახეხეთ ყაბაყი, გადაღვარეთ სითხე, ჩაამატეთ 2 სუფრის კოვზი ფქვილი, ერთი კვერცხი, 1 სუფრის კოვზი სოდა და მოაყარეთ მცირეოდენი მარილი. მიღბული მასა შეწვით ზეითუნის ზეთში კოტლეტების მსგავსად.
- საუზმობასა და სადილობას შორის: დაჭერით ერთი ყაბაყი პატარა ნაჭრებად, შეაზავეთ სასურველი მწვანილით და ჩაამატეთ მცირეოდენი ლიმონის წვენი.
- სადილი: თევზის ფილეს მოასხით ლიმონის წვენი, მოაჭერით ერთი ხახვი, ერთი ყაბაყი და ერთი სტაფილო, გაახვიეთ ფოლგაში და გამოაცხვეთ.
- დღის მეორე ნახევარში: დაჭერით პატარა ნაჭრებად 1 ყაბაყი, 1 სტაფილო, 1 ხახვი და 2 ბულგარული წიწაკა. მოთუშეთ ზეითუნის ზეთში. მიღებული მასა გადაიტანეთ ბლენდერში და კარგად გადაურიეთ. ჩაამატეთ მასში მცირეოდენი უცხიმო ხაჭო და შეაზავეთ იოგურტით.
- ვახშამი: აიღეთ ერთი მუჭა ნებისმიერი სოკო შამპინიონის გარდა, დაჭერით კუბიკებად და შეწვით. პარალერელურად შეწვით 1 ყაბაყი ორივე მხრიდან და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაამატეთ სოკოში.