უძველს დროში მას სასწაულმოქმედ მცენარედ მიიჩნევდნენ, ჭამდნენ და თილისმადაც იყენებდნენ.
აღმოსავლეთში უძველეს დროში უბრალო ადამიანებს ამ მცენარის ჭამა ეკრძალებოდათ. დღესაც პოულობენ სარკოფაგებში მას მუმიების გვერდით. ორდესღაც ხახვს სრულიად სხვა მიზნებით გამოიყენებდნენ: იგი ასტრონომების სასწავლო საგანი იყო. მისი გადანაჭერით, როგორც თვალსაჩინოების საშუალებით, ისინი სამყაროს აგებულებას ხსნიდნენ - იმ დროს მეცნიერება თვლიდა, რომ სამყარო რამდენიმე გარს - სფეროსგან შედგებოდა, რომელიც დედამიწას გარს ერტყა. ევროპაში, სადაც ის ახლო აღმოსავლეთიდან შევიდა, მას სასწაულმოქმედ მცენარედ მიიჩნევდნენ. ჭამდნენ და თილისმადაც იყენებდნენ. შუა საუკუნეებში რაინდები, ისევე როგორც ანტიკური მეომრები, მკერდზე ატარებდნენ. ითვლებოდა, რომ ის მახვილისა და ისრისგან იცავდა. შუასაუკუნეების ექიმები კი ამტკიცებდნენ, რომ ხახვი და თვით მისი სუნიც კი დაავადებებისგან იცავდა.
- ხახვის თავი B ჯგუფისა და C ვიტამინების, ეთერული ზეთების, კალიუმის ნაერთების, კალციუმის, მიკროელემენტების (მარგანეცი, კობალტი, თუთია, ფტორი მოლიბდენი, იოდი, რკინა, ნიკელი და სხვა) წყაროა. მწვანე ხახვის ფოჩები კი ბევრ კაროტინს, ფოლის მჟავასა და ბიოტინს შეიცავს. ხახვის წვენი მდიდარია ვიტამინებით. ეთერული ზეთებით, ნახშირწყლებით. სხვათაშორის, მწვანე ხახვში ბევრად უფრო მეტი შაქარია, ვიდრე ტკბილში. შაქრებით ხახვის შიდა ფენები უფრო მდიდარია, ვიდრე გარე.
- ხახვის სამკურნალო თვისებები დღეისათვის ყველასთვის ცნობილი და ხელმისაწვდომია. ხახვის წვენს ზოგად გამამაგრებელი, ავიტამინოზისა და მიკრობსაწინააღმდეგო მოქმედება აქვს. კარგად აღვიძებს მადას, აძლიერებს კუჭის წვენის სეკრეციას, სასარგებლოა სხვადასხვა სენით დაავადებულების მოვლისას. ხალხური მედიცინა ფართოდ იყენებდა და იყენებს ხახვის წვენს.
- ხახვის წვენი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და მსუბუქი კუჭში გამხსნელი მოქმედება აქვს. აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს. ათროსკლეროზისა და ჰიპერტონიის დროს სისხლში ქოლესტერინის დასაქვეითებლად ხახვის სპირტიან გამონაწურს იყენებენ: თითო მიღებაზე 20 - 25 წვეთი დღეში 3 -4- ჯერ, 3 -4 კვირის განმავლობაში.
- ხახვის თავის წვენი ხელს უშლის და აჩერებს სისხლძარღვთა ათეროსკლეროზის განვითარებას. ამ მიზნით მას ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები იყენებდნენ: ხახვის თავის წვენი თანაბარი რაოდენობის თაფლს შეურიეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-4 - ჯერ. ჰიპოკრატე კი ამას გაციებისას ნიშნავდა ოფლდენისთვის (უძველესი ხანის ექიმები თვლიდნენ, რომ ოფლთან ერთად ორგანიზმიდან ავადმყოფობაც გამოდის).
- ხახვის წვენს ზოგიერთი ასპირინის ნაცვლად იყენებს - ხახვის შემადგენელი მდოგვის ზეთი მას ისეთივე ეფექტს ანიჭებს, როგორც ასპირინს აქვს.
- ხველების დროს ხახვის წვენს ან გახეხილ ფაფას ბატის ქონს ურევენ და ყელსა და მკერდზე შეაზელენ, შემდეგ შეუხვევენ. დილაობით კი უზმოზე ამ ნაზავს თითო სუფრის კოვზს გადააყლაპებენ.
- ცოტაოდენ ხახვის წვენს ქიშმიშის ნახარშში ურევენ და იღებენ, როგორც ეფექტურ საშუალებას ხველებისა და ხრიწიანობის დროს.