მცენარე რომელიც ნაპოვნია ფარაონების სამარხებში და ნახსენებია ბიბლიაში, ეს უნდა იცოდეთ!
პითაგორა ამ მცენარეს "საკმაზების მეფეს" უწოდებდა. ის ნაპოვნია ფარაონების სამარხებში, ნახსენებია ბიბლიაში და მისით ვამპირებს აფრთხობდნენ. ნიორს "მყრალ ვარდს" ეძახიან, სინამდვილეში კი ლილიის ახლო ნათესავია. ნივრის დამახასიათებელ სუნს კი გოგირდის შენაერთები გამოსცემს. ითვლება, რომ პირველად ის ინდოეთში გამოიყვანეს 5 ათასი წლის წინ და მას მხოლოდ სამკურნალო მიზნებით იყენებდნენ, რამდენადაც კულინარებს მისი მკვეთრი სუნი და გემო არ მოსწონდათ. მაგრამ ძველი ეგვიპტელები აქტიურად იყენებდნენ საჭმელში ნიორს. გადმოცემით ის პირამიდების მშენებელი მუშების რაციონში შეჰქონდათ. ერთხელ ნივრის უკმარისობამ თურმე აჯანყებაც კი გამოიწვია. რამდენად მართალია ეს, ვინ იცის? მრავალი ათასწლეულის განმავლობაში ნიორი სხვადასხვა ხალხების საყვარელი მცენარე იყო. მას დღესაც მსოფლიოს ეროვნული სამზარეულოების რეცეპტურაში საპატიო ადგილი უკავია.
რატომ აქვს მძაფრი სუნი?
ნივრის მირთმევამ, შესაძლოა დედის რძე გაამწაროს. ის ალიცინითა და გოგირდის სხვა შენაერთებით მდიდარი ეთერული ზეთების დაახლოებით ნახევარ პროცენტს შეიცავს, რომლებიც ჰაერთან კონტაქტისას დამახასიათებელ სუნს გამოსცემენ. მიუხედავად უსიამოვნო სუნისა, ალიცინი - მძლავრი ანტიოქსიდანტია, რომელიც თავგამოდებით ებრძვის თავისუფალ რადიკალებს. ამის გარდა, ეს ნივთიერება შხამია მიკრობებისა და თვით კიბოს უჯრედებისთვის.
ასევე:
ნიორში სხვა არანაკლებ "სურნელოვანი" შენაერთებიცაა, რომლებიც ჯანმრთელობისთვის ფრიად სასარგებლოა. მაგალითად, დიალილსულფიდები აუმჯობესებს სპეციალური ცილის წარმოებას, რომელიც უჯრედების მიერ რკინის ათვისებაში მონაწილეობს. ისინი, ასევე, აქვეითებენ ორგანიზმში ანთებითი პროცესების აქტიურობას. ამას გარდა, ნიორი სელენიუმის საუკეთესო წყაროა. ეს მცენარე სელენიუმს ნიადაგიდან იღებს მაშინაც კი, როცა ეს მინერალი უკიდურესად ცოტაა იქ.
გულ -სისხლძარღვთა სიჯანსაღისთვის
ნიორში არსებული პოლისულფიდები სისხლის წითელი სხეულების დახმარებით ორგანიზმში გოგირდწყალბადად გარდაიქმნება, რომელიც სისხლძარღვთა კედლების დაძაბვას ამცირებს. ეს სისხლის მოძრაობას ააქტიურებს და არტერიულ წნევას აქვეითებს. ასეთი ზემოქმედება კი მხოლოდ ცოცხალ ნიორს ახასიათებს. ნიორს ნორმაში მოჰყავს სისხლის შედედება და აქვეითებს მასში "ცუდ" ქოლესტერინს. ნივრის რეგულარული მიღება შეიძლება ათეროსკლეროზის, ინფარქტებისა და ინსულტებისგან დაცვის დამატებით ღონისძიებადაც კი ჩაითვალოს. ამას გარდა, ნიორი გულ - სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის აუცილებელ C და B6 ვიტამინებს და მარგანეცის საუკეთესო წყაროა.
დაიმახსოვრეთ!!!
ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად სასარგებლოა მხოლოდ ცოცხალი ნიორი. ყველაზე სასარგებლოდ დანაყილი ნიორი ითვლება, რომელმაც გამოყენებამდე დაახლოებით 10 წუთი "ისუნთქა". ოთახის ტემპერატურამდე გათბობა და მჟავის დამატება (მაგ: ძმარი, ლიმონის წვენი) ფერმენტ ალინაზეს ალოცინის დაყოფის უნარს სძენს, რაც მის ათვისებას აუმჯობესებს. ხანგრძლივი თბური დამუშავება, პირიქით, ნიორს სასარგებლო ნივთიერებებს აცლის. მიკროტალღოვან ღუმელში ერთი წუთით ყოფნაც კი ნიორს მხოლოდ სუნსა და გემოს უტოვებს. ცხელ კერძებში ის მხოლოდ 10 - 15 წუთით ინარჩუნებს თავის თვისებებს. ამიტომ რეკომენდებულია მისი დამატება კერძებზე სუფრაზე გატანის წინ.