კონიუნქტივიტის მკურნალობა ოჯახურ პირობებში მარტივი პროცედურებით.
კონიუნქტივიტი - ეს თვალის კაკლის და ქუთუთოების შიგნითა ზედაპირის მფარავი გარეთა გამჭვირვალე გარსის ინფექციაა. სიმპტომებია: სკლერების სიწითლე, ცრემლდენა, გამონადენი თვალიდან, რომელიც იწვევს წამწამების შეწებებას, განსაკუთრებით ღამით.
თუ კონიუნქტივით ახალშობილია დაავადებული ექიმის მომსვლამდე უნდა გააცალკევოთ ბავშვი სხვა ბავშვებისგან, გამოურეცხეთ თვალები ბორის მჟავის სუსტი ხსნარით. თუ ჩირქდება ერთი თვალი, უნდა დავიცვათ დაავადებისგან მეორე თვალი. ამისათვის პატარა დასაძინებლად უნდა დავაწვინოთ დაავადებული თვალის მხარეზე, რომ ჩირქი არ მოხვდეს მეორე, ჯანმრთელ თვალში. თუ ექიმმა გამოწერა წვეთები, უნდა ჩააწვეთოთ თვალსითვის განკუთვნილი პიპეტით, ჩამოწვეთ რა თითებით ქუთუთოს ქვემოთ.
ოჯახურ პირობებში კონიუნქტივიტის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის შეასრულეთ შემდეგი რეკომენდაციები:

- გამოირეცხეთ თვალები მარილიანი ხსნარით ( თუ ქუთუთოები ძალიანაა შეწებებული ჩირქის გამო, მაშინ გამორეცხვამდე უნდა დავასველოთ თბილი წყლით და ავამოძრაოთ ქუთუთოები მხოლოდ მაშინ, როცა ისინი თვითონ დაშორდებიან ერთმანეთს ). აიღეთ 1 ჩ/კ მარილი ერთ ფინჯან წყალზე, შემდეგ თითოეული თვალი ბამბის სუფთა ტამპონით გაიწმინდეთ გარეთა კუთხიდან შიგნისაკენ.
- ახალშობილებს ან ჩვილებს ჩააწვეთეთ ან გამოურეცხეთ თვალები ქალის ახალი რძით.
- გამოირეცხეთ თვალები ჩაის მუქი, თბილი ნაყენით.
- გამოირეცხეთ თვალები ბორის მჟავის ორპროცენტიანი ხსნარით.