რამ შეიძლება გამოიწვიოს თეთრად შლა და როდის არის ის საშიში?!
თეთრად შლა საშოდან ჭარბი ან უჩვეულო რძისფერი, მოყვითალო - მომწვანო, უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენია. თან სდევს ქავილი და მუდმივი სისველის შეგრძნება. თეთრად შლა უმეტესად შინაგანი სასქესო ორგანოების დაავადების ( ანთების, სიმსივნის ) დროს ვითარდება. შედარებით იშვიათად გამოწვეულია შაქრიანი დიაბეტით, ტუბერკულოზით, სისხლის დაავადებით.
საშოდან უჩვეულო გამონადენის არსებობისას აუცილებელია გინეკოლოგის კონსულტაცია, გამონადენი, მით უფრო - თუ მას თან სდევს ქავილი და წვა გარეთა სასქესო ორგანიების მიდამოში, ტკივილი სქესობრივი აქტის დროს, შესაძლოა ანთების ნიშანი იყოს. მიზეზების დადგენამდე მკურნალობის ჩატარება დაუშვებელია, უსიამოვნო შეგრძნებებისგან თავის დასაღწევად რეკომენდებულია მხოლოდ ჰიგიენური ჩაბანა. როდესაც გამონადენი ჩვეულებრივზე სქელია და თან სდევს გარეთა სასქესო ორგანოების კანის გაღიზიანება, - სიმკვრივეები, წყლულები, ბუშტუკები, - შესაძლოა, ანთებით დაავადებასთან გვქონდეს საქმე ( თუმცა სასქესო ორგანოების მიდამოში კანის გაღიზიანება ყოველთვის ანთებითი დაავადების ნიშანი არ არის; ის შეიძლება იყოს მგრძნობიარე კანის რეაქცია დეზოდორის, საპნის, ტალკის გამღიზიანებელი კომპონენტის მიმართ ).
უმთავრესად რომელ ინფექციებს ახასიათებს გამონადენი
პათოლოგიური გამონადენი ახასიათებს კანდიდოზს, გარდნერელოზს, ( ბაქტერიული ვაგინოზი ), ტრიქომონიაზს, გონორეას, ქლამიდიოზს და სხვა. ინფიცირება შესაძლებელია არა მარტო ნებისმიერი ( ვაგინალური, ანალური , ორალური ) გზით განხორციელებული სქესობრივი აქტის დროს, არამედ აქტის გარეშეც, სასქესო ორგანოებთან შეხებითაც კი, განურჩევლად პარტნიორისა ( როგორც შემთხვევით პარტნიორთან, ასევე ცოლქმრული ურთიერთობების დროს ). ასე რომ, ყველას, ვინც სქესობრივ ცხოვრებას ეწევა, ემუქრება სქესობრივად გადამდები ინფექციებით დასნებოვნების რისკი.
კოლპიტისთივის ( საშოს ანთება ) დამახასიათებელია საშოს მიკროფლორის ცვლილებები. რძემჟავა ბაქტერიები იღუპება, მათ ადგილს იკავებს სოკო, ტრიქომონა, გარდნერელა, ნაწლავის ჩხირი და სხვა. ამა თუ იმ მიკრობის უპირატესი სიჭარბისას ვითარდება საშოს ანთების სხვადასხვა ვარიანტი. გარდა ამისა, კოლპიტისთვის დამახასიათებელია საშოდან გამონადენის გაძლიერება, რომელმაც შეაძლოა მიიღოს მოთეთრო, მორუხო, მომწვანო ფერი და უსიამოვნო სუნი. ნუ უგულვებელყოფთ ამ სიმპტომებს, გინეკოლოგთან კონსულტაცია აუცილებელია.