რატომ არის ნიახური სასარგებლო და როგორ შევარჩიოთ ის
მისი ორი სახეობა არსებობს - ღეროვანი და ფესვიანი. ეს უკანასკნელი ძალიან პოპულარულია ცენტრალურ ევროპასა და დიდ ბრიტანეთში.
რატომაა სასარგებლო ნიახური?
მრავალი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, რომ უჯრედისითაა მდიდარი, რაც დიდხანს უნარჩუნებს ადამიანს სიმაძღრის შეგრძნებას. შემდეგ: შეიცავს ბევრ ბუნებრივ ანტიოსქიდანტ ფლავონოიდებს: ლუტეინს, ბეტა - კაროტინს და ზეაქსანტინს. ეს ნივთიერებები კიბოსგან იცავს ორგანიზმს და ასტიმულირებს იმუნიტეტს. ამას გარდა, ნიახურში არის A ვიტამინი, რომელიც აჯანსაღებს კანსა და ლორწოვან გარსს. ნიახურის ღეროები შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებსა და C ვიტამინს, ასევე, დიდი რაოდენობით K ვიტამინს, რომელიც სისხლისა და ძვლოვანი სისტემის ფუნქციას აუმჯობესებს.
ნიახურის ღეროები (არსებობს მსხვილღეროებიანი ნიახურის ჯიში, რომელიც ჩვენს დახლებზეც გამოჩნდა და ძირითადად მსხვილ მარკეტებში იყიდება )კარგი საბადოა ისეთი მინერალებისა, როგორებიცაა კალიუმი, ნატრიუმი, მარგანეცი და მაგნიუმი. ფოთლებსა და თესლში ბლომადაა სასარგებლო ეთერული ზეთები, რომლებიც მსუბუქი დამაწყნარებლებისა და ანთებსაწინააღმდეგო საშუალებების წარმოებაში გამოიყენება. ასევე, ნიახური ღეროებსა და ფესვებსაც ახასიათებთ შარდმდენი, მატონიზირებელი და ლაქტოგამომყოფი (რძის სეკრეციის ასამაღლებელი ) თვისებები.
როგორ შეარჩიოთ ნიახური?
ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეიძინოთ მსხვილღეროიანი ჯიშის ნიახური, მაგრამ უფრო გემრიელი და წვნიანი ის გვიან გაზაფხულსა და შემოდგომის დასაწყისშია. ზაფხულში შეიძლება ნიახურის ფოთლების გამოყენება, რომელიც ოხრახუშსა და კამასთან ერთად კარგად შეავსებს სალათებს. შეარჩიეთ მკვეთრი ფერის თანაბარი და მკვრივი, საღი და დაუზიანებელი ღეროები.
შეინახეთ მაცივარში, ერთი კვირის განმავლობაში ახალივით ინახება. შეახვიეთ ქაღალდის ხელსახოცში და მაცივრის ბოსტნეულისთვის განკუთვნილ უჯრაში ჩადეთ.
ყურადღება! ეთერული ზეთების მაღალი შემცველობის გამო ნიახური შეიძლება ძლიერი ალერგენი აღმოჩნდეს. სპეციალისტების რეკომენდაციით სიფრთხილით უნდა მოეპყრათ მის ჭამას ორსულობის დროს, ასევე არ მიირთვათ, როცა შარდმდენ პრეპარატებს იღებთ. ასევე რეკომენდებული არ არის ნიახური საჭმლის მომნელებელი ორგანოებით დაავადებულთათვის, უჯრედისის მაღალი შემცველობის გამო.