სასარგებლო მწვანილოვანნი, რომელიც აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისათვის
მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, რადგან დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და ანტიოქსიდანტებს შეიცავს, დაბალკალორიულია და ადვილად მისაღები. მწვანე სალათა შეიცავს: A, B ვიტამინებს, ბეტა - კაროტინს, კალციუმს, ფოლის მჟავას, დიდი რაოდენობით უჯრედისს და ფიტონუტრიენტებს. ეს უნიკალური ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ხელს უშლიან ისეთი დაავადებებსაც კი, როგორებიცაა კიბო და გულის დაავადებები.
ვიტამინები
C ვიტამინით უფრო მდიდარია სალათა რომანო -100გრ - ში 24 მგ - მდე შეიცავს. A, B ვიტამინებისა და ბეტა - კაროტინის ყველაზე მაღალი შემცველობით გამოირჩევა წითელფოთლიანი სალათები. წიწმატი ( რომელიც სალათების რანგშიც გადის) და ისპანახი (რომელსაც, ასევე, ცოცხლად იყენებენ სალათის რანგში ) K ვიტამინის საუცხოო წყაროდ ითვლება, რომელიც ძვლების გამაგრებას უწყობს ხელს. ერთ ჩაის ფინჯან წიწმატში ამ ვიტამინის სადღეღამისო ნორმაა, ამდენივე ისპანახში კი დღიური ნორმის 170%. სალათ რომენში არის უჯრედისი და ფოლის მჟავა, რომლებიც გულ - სისხლძარღვთა სისტემას იცავს. ფოლის მჟავა აქვეითებს ინსულტის რისკს, უჯრედისი კი "ცუდი" ქოლესტერინის დონეს. დაახლოებით 2 ჩაის ფინჯანი სალათის ფოთოლი ფოლის მჟავაზე მოზრდილი ადამიანი სადღეღამისო მოთხოვნილების დაახლოებით 40 % - ს აკმაყოფილებს.
მინერალური ნივთიერებები
მაგნიუმი, რომელიც ბლომადაა ისპანახსა და რუკოლში (ეს უკანასკნელი სალათის საინტერესო ნაირსახეობაა, რომელიც ამ ბოლო წლებში გამოჩნდა ბაზარზე ), აწესრიგებს ორგანიზმში ინსულინის ცვლას და აქვეითებს მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს. სხვათაშორის, ყველა ფოთლოვან ბოსნტეულს დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ დიაბეტიანებს შეუზღუდავად შეუძლიათ მიირთვან.
ანტიოქსიდანტები
ისპანახი, ჩვეულებრივი ფოთლოვანი და წითელი სალათები შეიცავენ ბეტა - კაროტინს, A ვიტამინს, ლუტეინს და ზეაქსატინს, რომელიც მხედველობის შენარჩუნებაში ეხმარება ადამიანს, აქვეითებენ ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის და კატარაქტის განვითარების რისკს. ამას გარდა, ანტიოქსიდანტები აქვეითებს კიბოს ზოგიერთი სახეობის გაჩენის შესაძლებლობას. მაგალითად, წიწმატში არის ნივთიერება იზოტიოციანატი, რომელსაც შეუძლია დააქვეითოს კიბოს უჯრედების აქტიური ზრდა. მეორე უნიკალური ნივთიერება - კვერცეტინი - ანთებსაწინააღმდეგო მოქმედებით ხასიათდება.