ძალიან "მსუბუქი" პროდუქტი, რომელსაც დიეტოლოგები უპირატესობას ანიჭებენ.

ძალიან "მსუბუქი" პროდუქტი, რომელსაც დიეტოლოგები  უპირატესობას ანიჭებენ.
ძალიან "მსუბუქი" პროდუქტია: 100 გრ მხოლოდ 23 კკალ-ს შეიცავს. სამაგიეროდ საკმაო რაოდენობითაა მასში უჯრედისი. ამიტომაც დიეტოლოგები მას უპირატესობას ანიჭებენ. ის ხანგრძლივად უნარჩუნებს ადამიანს სიმაძღრის შეგრძნებას, რაც წონისა და სისხლში ქოლესტერინის მოკლებას უწყობს ხელს. ისპანახის ფოთლები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტებით A და C ვიტამინებით, ასევე, ბიოფლავონოიდებით - ლუტეინით, ზეაქსანტინით და ბეტა - კაროტინით არის მდიდარი. ეს შენაერთები ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს, აუჯობესებენ მხედველობას და ეხმარებიან კიბოსგან დაცვას.

ვიტამინის 4 ნორმა
100 გრამი ისპანახი K ვიტამინის რეკომენდებული სადღეღამისო ნორმის რაოდენობაზე მეტს შეიცავს. ეს ვიტამინი კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლების განმტკიცებაში, ხელს უწყობს რა ძვლის ქსოვილის ზრდას, ასევე იცავს დაზიანებისგან ნერვულ უჯრედებს.

სხვა ვიტამინები და მინერალები
ისპანახის ფოთლებში არის B ჯგუფის ვიტამინები - მათ შორის ფოლის მჟავაც, ასევე შეიცავს - კალიუმს, მაგნიუმს, მარგანეცს, სპილენძსა და თუთიას. ეს უკანასკნელი კი აუცილებელია იმ ფერმენტების სინთეზისათვის, რომლებიც არეგულირებს ქსოვილების ზრდასა და განვითარებას, ჯანმრთელი სპერმის წარმოებას და საჭმლის მონელების პროცესებსაც კი.

ფრთხილად!!!
K ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო, ისპანახი რეკომენდებული არ არის სისხლის ცუდი შედედების მქონე ადამიანებისთვის, ასევე მათთვის, ვინც ანტიკოაგულანტებს იღებს. ისპანახი შეიცავს მჟაუნჟავასაც, რომელმაც შეიძლება შარდკენჭოვანი დაავადებების ზოგიერთი ტიპის დროს ქვაბის წარმოქმნის პროვოცირება მოახდინოს. ისპანახში გოიტროგენებიცაა, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის მქონე ადამიანებისთვის შეიძლება საშიში აღმოჩნდეს.
სტატიის ავტორი: ციცინო მჭედლიშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობა ყველასათვის