რეკომენდაციები, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია ქუნთრუშას დროს.

რეკომენდაციები, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია ქუნთრუშას დროს.
ქუნთრუშა იწყება ძლიერი ცხელებით, ტკივილით ყლაპვის დროს. მეორე დღეს გამოვლინდება გამონაყარი კისერზე, სხეულის ზედა ნაწილებზე, შემდეგ კი მთელ სხეულზე. გამონაყარის გარეშე რჩება მხოლოდ ტუჩები, ცხვირი, ნიკაპი. გამონაყარი წვრილი, წითელი ფერისაა და ძალიან ხშირი, დაფარული ხახა და ენაც, რომელიც დაავადების მე - 4 დღეზე ხდება მეწამული, მუქი წითელი.

რეკომენდაციები:
  • ავადმყოფი ბავშვი უნდა იწვეს საწოლში 20 დღის განმავლობაში, შემდეგი 20 დღე კი სახლიდან არ უნდა გავიდეს.

  • ავადმყოფმა ყოველ დღე უნდა მიიღოს აბაზანა (35 -36 გრადუსიანი). აბაზანები ხელს უწყობს გამოყრის დაჩქარებას. მოგვიანებით, როცა კანი იწყებს აქერცვლას, საპნიანი აბაზანები აჩქარებს ეპიდერმული ქერცლის მოშორებას. თუ ტემპერატურა მაღალია, შეიძლება გრილი აბაზანების გაკეთება (20 - 25 გრადუსიანი) ყოველ 4 საათში.

  • ოთახში ჰაერი უნდა იყოს სუფთა, ნოტიო (დაკიდეთ სველი ზეწრები).

  • დიეტა: რძე, რძიანი ჩაი, კაკაო, ნატურალური წვენები -სამი კვირის განმავლობაში. შემდეგ შეიძლება გადავიდეთ ჩვეულებრივ საკვებზე.

  • კისრის ლიმფური ჯირკვლების შესიებისას სასარგებლოა ძმრიანი კომპრესი კისრის მიდამოზე. იგი უნდა ცვალოთ ყოველ 30 წუთში.

დაავადების დასაწყისიდანვე ბევრი მკურნალი გვირჩევს, რომ ბავშვს დასალევად მივცეთ 1/2 ჩ/კ სუფთა ნავთი, რაც ხელს უშლის ყელში გამონაყარის განვითარებას და უმსუბუქებს ავადმყოფს მდგომარეობას.
შენობაში, სადაც იმყოფება ავადმყოფი, ატარებენ დეზინფექციას. დეზინფექციას უტარებენ ასევე სათამაშოებს, ჭურჭელს.
სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი