რა ასაკიდან დავიწყოთ ბავშვის გაკაჟება და როგორი პროცედურების ჩატარებაა აუცილებელი
გაკაჟების არსი მდგომარეობს სისხლძარღვთა წვრთნაში. გაკაჟებულ ბავშვს აღარ ეშინია სიცხის და სიცივის, უმჯობესდება ორგანიზმის თერმორეგულაცია. გაციებითი დაავადებები უმეტესად ვითარდება იმის გამო, რომ ადამიანი არაადეკვატურად რეაგირებს ტემპერატურის ცვლილებებზე, ამიტომ ბავშვის გაკაჟება უნდა დაიწყოთ თანდათანობით.
გაკაჟება დაიწყეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვი ჯანმრთელია, არ აქვს არც ჩირქოვანი და გაციებითი დაავადებები, არც ანთებები. ბავშვის სიცოცხლის პირველ წელს, გარდა ჰაერის აბაზანებისა, ზაფხულში სუფთა ჰაერზე ძილისა, რეგულარული და ხშირი სეირნობისა, დაიწყეთ წყლის პროცედურების ჩატარება. ამის გაკეთება უმჯობესია ძილის წინ, საღამოს, ყოველდღიური ბანაობის დროს. ამოირჩიეთ ერთი - ორი მეთოდი და შეუდექით საქმეს.
გაკაჟების წესები
ჰაერის ტრადიციული აბაზანები
გაკაჟების საწყის ეტაპზე შეიძლება შენობაში ჰაერის აბაზანების მიღება. პროცედურის დასაწყისში ტემპერატურა ოთახში უნდა იყოს 19-22 გრადუსი. გააღეთ სარკმელი და გაანიავეთ შენობა, დააქვეითეთ ჰაერის ტემპერატურა 17-18 გრადუსამდე 1-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, 2-დან 3-წლამდე კი 15-16 გრადუსამდე. ოთახში ყოფნის დრო პირველი პროცედურების დროს 2-5 წუთია. ყოველ 2-3 დღეში გაზარდეთ ჰაერის აბაზანების დრო ერთი წუთით და თანდათან ადით 10-15 წუთამდე. 4-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ოთახში ჰაერის საწყისი ტემპერატურა 17-18 გრადუსი უნდა იყოს. თანდათანობით დააქვეითეთ იგი 12-13 გრადუსამდე, გრილ ოთახში ყოფნის დრო კი თანდათან გაზარდეთ 5 წუთიდან 8-10 წუთამდე.
ფეხების ადგილობრივი გაკაჟება
ჩააყოფინეთ ბავშვს ფეხები (წვივის ქვედა მესამედი) წყლიან თასში. 2-3 წლის ბავშვებისთვის წყლის ტემპერატურა შეადგენს ზაფხულში 33 გრადუსს, ზამთარში კი 36-ს. 4-6 წლის ბავშვებისთვის 32-სა და 33 გრადუსს. პროცედურის ხანგრძლივობა 2-დან 5 წუთამდე. ყოველ კვირას დააქვეითეთ წყლის ტემპერატურა ისე, რომ დახვიდეთ 18 გრადუსამდე და ქვემოთ.
ფეხების კონტრასტული გადავლება
ბავშვს ფეხებზე ორი ჭურჭლიდან მონაცვლეობით გადაავლეთ სხვადასხვა ტემპერატურის 20-30 წამი თბილი (37-38 გრადუსიანი ) და 3-5 წამი ცივი (30-31 გრადუსიანი) წყალი. გაიმეორეთ პროცედურა 2-6-ჯერ (ბავშვს რეაქციისდა მიხედვით) ამის შემდეგ დაუზილეთ ბავშვს ფეხები ხაოიანი პირსახოცით გაწითლებამდე. ერთი თვის განმავლობაში ტემპერატორული კონტრასტული გაზარდეთ 12-15 გრადუსამდე.

- გაკაჟება ივლისზე გვიან არ უნდა დაიწყოთ. აგვისტო - უკანასკნელი ვადაა.
- ხელშემწყობი ემოციონალური ფონი-გაკაჟების ერთ - ერთი აუცილებელი პირობაა. ბავშვმა ეს თავად უნდა მოინდომოს.
- გადააქციეთ გაკაჟება თამაშად.
- ნუ შეფუთავთ ბავშვს. თუ პატარას ბევრი აცვია, იზრდება სხეულის სითბოს გაცემა და სიცივის შეგრძნების გარეშე შეიძლება მოხდეს გადაციება.
- არ შეიძლება გაკაჟების შეწყვეტა; პროცედურები ყოველდღიური უნდა იყოს. ორი - სამი კვირით შესვენება აქვეითებს გაციებითი დაავადებების მიმართ ორგანიზმის გამძლეობას.
თუ ბავშვი ავად გახდა, შეწყვიტეთ გაკაჟება, ორგანიზმის სრული აღდგენის შემდეგ კი გააგრძელეთ პროცედურები, დაიწყეთ უფრო დამზოგავი ტემპერატურით იმასთან შედარებით, რაზეც გაჩერდით დაავადების დაწყების წინ.