რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ, დიფტერიის მკურნალობის დროს
დიფტერია იწყება ყელის ტკივილით, შემდეგ იმატებს ტემპერატურა, სივდება კისრის ლიმფური ჯირკვლები. ხახაში, ნაქზე, ხახის რკალებზე, საყლაპავის უკანა კედელზე ჩნდება მოყვითალო-რუხი ფერის ნადები, რომელიც ძნელად შორდება. დაავადების მძიმე ფორმის დროს ნადები აღწევს ხორხსა და ცხვირშიც კი. დიფტერიაზე ეჭვის დროს საჭიროა სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს და მოახდინოთ ავადმყოფი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია. თუ ეს შეუძლებელია, მიიღეთ შემდეგი ზომები:
ავადმყოფმა უნდა დაიცვას წოლითი რეჟიმი სამი კვირის განმავლობაში, გულის დამბლის ასაცილებლად მანამ, სანამ პულსი წუთში 60-ის ქვემოთ რჩება. თუ დაავადების პერიოდში ბავშვს დაეწყო თვალების სიელმე, მაშინ აუცილებლად უნდა გაუკეთოთ თვალებზე მარილის ხსნარის თბილი საფენები (1 ჭიქა წყალზე 1ჩ/კ მარილი). ამავე წყლით დილით და საღამოს გაუწმინდეთ თვალები.
ხალხური მედიცინა დიფტერიის დროს ურჩევს ყელზე კომბოსტოს ნედლი ფოთლების დაფენას. ფოთლები ყელზე უნდა დაფიქსირდეს და გამოიცვალოს, როგორც კი გათბება.
- პირველ რიგში მიეცით ავადმყოფს საფაღარათო;
- არ ეცადოთ მოაშოროთ ნადები ყელსა და ხახაში, ჩირქი შეიძლება მოხვდეს სისხლში და გამოიწვიოს სეფსისი;
- ყელში გამოავლეთ სუფრის მარილის მაგარი ხსნარი;
- კისერზე დაადეთ ცივი კომპრესები და ცვალეთ გათბიბისდა შესაბამისად; კისრის ჯირკვლების შესიებისას ცივი კომპრესი მოხსენით, შესიებულ ადგილებზე წაუსვით იხტიოლის ან იოდიანი მალამო;
- ყლაპვის გაძნელების დროს მიეცით ყინული;
- ცხვირში ნადების გაჩენისას, გამორეცხეთ ცხვირი წყალბადის ზეჟანგის 3 %-იანი ხსნარით.