თუ ბავშვს ტანზე წითელი გამონაყარი აქვს, ამ მალამოს დახმარებით ის სამუდამოდ გაქრება

თუ ბავშვს ტანზე  წითელი გამონაყარი აქვს, ამ მალამოს დახმარებით ის სამუდამოდ გაქრება
ბავშვს თუ ტანზე აქვს წითელი გამონაყარი და აწუხებს ძლიერი ქავილი, უნდა ჩაუტაროთ ასეთი პროცედურა: გააცხელეთ წყალი, ჩაასხით ტაშტში, შეეცადეთ რომ ბავშვი ორთქლში ოფლით გაიწუროს, შემდეგ დაბანეთ. პირსახოცით როცა კარგად გაამშრალებთ, წაუსვით გამონაყარზე წინასწარ მომზადებული მალამო.

მალამო ასე მზადდება:

ინგრედიენტები:
  • კარაქი - 50 გრ
  • დინდგელი 20 -30 გრ

მომზადების და გამოყენების წესი:
50 გრ (შეიძლება 100 გრამიც) ნაღების კარაქი (სასურველია სოფლის ) გაადნეთ ტოლჩაში, დაუმატეთ 20 - 30 გრ დინდგელი, მოურიეთ. მალამოს მთელ ტანზე წასმის შემდეგ მაშინვე ჩააცვით სუფთა ძველი საცვალი. ძველი იმიტომ, რომ დინდგელისგან შესაძლოა დარჩეს ყვითელი ლაქები, რომელთა გამორეცხვაც შეუძლებელია. მინიმუმ 3 პროცედურის შემდეგ გამონაყარი სამუდამოდ უნდა გაქრეს.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური