როგორ დავაჩქაროთ წითელას მკურნალობა ხალხური რეცეპტებით
წითელა მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადება. ის იწყება პირის ღრუში, ლოყების შიგნითა ზედაპირის ლორწოვან გარსზე, ძირითადი კბილების პირდაპირ პატარა, მოლურჯო წერტილების გაჩენით. შემდეგ იწყება სურდო, ტემპერატურა, ხველა, თვალების მხრივ კონიუნქტივიტი, ქუთუთოების შეშუპება. დაავადების მეოთხე დღეზე შეიმჩნევა გამონაყარი, რომელიც მოყავისფრო-წითელი ფერისაა. თავიდან ეს გამონაყარი ჩნდება ყურების უკან, სახეზე, შემდეგ გადადის კისერზე და სხეულზე. გამონაყარი რჩება ჩვეულებრივ 4 დღე მაღალი ტემპერატურის ფონზე, შემდგომ იწყებს გაქრობას და ვლინდება კანის აქერცვლა.
წითელას დროს ბავშვი უნდა იწვეს საწოლში ერთი კვირის განმავლობაში, მეორე კვირა კი სახლიდან არ უნდა გავიდეს.
წითელა წარმოადგენს გადამდებს დასაწყის სტადიაზეც კი, როცა ბავშვს მხოლოდ კატარული მოვლენები აღენიშნება. ტემპერატურის დაცემისა და კანზე გამონაყარის გაქრობის შემდეგ დაავადება უკვე აღარაა გადამდები. წითელა საშიშია თავისი გართულებებით.
რეკომენდაციები:
ბავშვის ოთახში ჰაერის ტემპერატურა უნდა იყოს 20-22 გრადუსი. ოთახი კარგად უნდა ნიავდებოდეს და აუცილებელია შევინარჩუნოთ ნოტიო გარემო, შეგვიძლია გადავაფინოთ სველი პირსახოცი ბატარეაზე. თუ ბავშვს აწუხებს მკვეთრი შუქი, განათება უნდა შევამციროთ. ტემპერატურის დაწევის შემდეგ ავადმყოფს უკეთებენ ზოგად აბაზანას.
წითელასგან დასაცავად საიმედო პროფილაქტიკური საშუალებაა ვაქცინა, რომელსაც უკეთებენ 12-15 თვის ასაკში.
რეცეპტები - მოწოდებულია ექიმამდელი პერიოდისთვის, როგორც სიცხისდამწევი და გამოყრის პროცედურის დამაჩქარებელი საშუალებები.

- გამოავლეთ ყელში ბავშვს სალბის ან გვირილის ნაყენი.
- გამოურეცხეთ თვალები ბორის მჟავის ხსნარით, სახე არ დაუსველოთ, სანამ გამონაყარია.
- ცხელების პერიოდში დიეტა უნდა იყოს ადვილად ასათვისებელი.
- დაავადების მძიმედ მიმდინარეობის დროს გაიკეთეთ თბილი აბაზანები (34-35 გრადუსი) დღეში რამოდენიმეჯერ, 10 წუთის განმავლობაში. აქერცვლის დასაწყისში აბაზანას დაუმატეთ ქატოს ნახარში.
- დაავადების პირველივე დღეებიდანვე ბავშვს აუცილებლად მიეცით ვიტამინები, უკეთესია ბუნებრივი წარმოშობის ან სამამულო წარმოების პოლივიტამინი.
ბავშვის ოთახში ჰაერის ტემპერატურა უნდა იყოს 20-22 გრადუსი. ოთახი კარგად უნდა ნიავდებოდეს და აუცილებელია შევინარჩუნოთ ნოტიო გარემო, შეგვიძლია გადავაფინოთ სველი პირსახოცი ბატარეაზე. თუ ბავშვს აწუხებს მკვეთრი შუქი, განათება უნდა შევამციროთ. ტემპერატურის დაწევის შემდეგ ავადმყოფს უკეთებენ ზოგად აბაზანას.
წითელასგან დასაცავად საიმედო პროფილაქტიკური საშუალებაა ვაქცინა, რომელსაც უკეთებენ 12-15 თვის ასაკში.
რეცეპტები - მოწოდებულია ექიმამდელი პერიოდისთვის, როგორც სიცხისდამწევი და გამოყრის პროცედურის დამაჩქარებელი საშუალებები.
- დანაყეთ, როგორც ჩაი და ასვით ასკილის ნაყოფის ნაყენი.
- 1 ს/კ ცაცხვის ყვავილს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, დააყენეთ 15 წუთი, გაწურეთ. ერთდროულად მოამზადეთ ჟოლოს ნაყოფის ნაყენი (1 ს/კ კენკრა 1 ჭიქა მდუღარეზე, დააყენეთ 15 წუთი და შემდეგ გაწურეთ). დაუმატეთ თითოეულ ნაყენს თითო ჩ/კ თაფლი, შეურიეთ ერთმანეთს და ასვით, როგორც ჩაი.
- 1 ს/კ ყაყაჩოს ყვავილს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე რძე, დააყენეთ 30 წთ, გაწურეთ. ასვით თითო ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე, კანზე გამოყრის პროცესის დასაჩქარებლად.
- ასვით ოხრახუშის ახალი წვენი 1-2 ჩ/კ ჭამამდე, 3-ჯერ დღეში.
- წვრილად დაჭერით 1/2 ჭიქა ბაღის სალათის ახალი ფოთლები, შეავსეთ ჭიქა მცენარეული ზეთით, დააყენეთ 7 საათი, გაწურეთ და ნარჩენი გამოწურეთ. მიეცით 1/2 ს/კ 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.