რომელ ხილსა და ბოსტნეულშია დიდი რაოდენობით სიცოცხლისთვის საშიში ნიტრატები
უკანასკნელ ხანებში, როგორც იქნა, ხალხის დიდმა ნაწილმა დაიწყო ფიქრი ჯანსაღ კვებაზე. მოუმატეს ხილისა და ბოსტნეულის ჭამას და ისიც კი დაივიწყა ზოგიერთმა, რომ თითოეული ნაყოფი ნიტრატებს შეიცავს. ისინი ყველა პროდუქტშია, რაც სრულიად ნორმალურად ითვლება. საშიში მაშინ ხდება, როცა ნიტრატების კონცენტრაცია დასაშვებზე მაღალია.
ეს მავნე უფერო აზოტმჟავას მარილები არათანაბრად ნაწილდება. ამიტომ საჭიროა ვიცოდეთ, რათა არ მოვიწამლოთ. თავისთავად ნიტრატები, მცირე დოზით, ადამიანისთვის უსაფრთხოა, მაგრამ ნიტრატებად გარდაქმნის თვისება აქვთ, რომლებიც თანდათან გროვდება ადამიანის ორგანიზმში და შედეგად შეიძლება ჟანგბადური შიმშილი და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლა, ონკოლოგიური დაავადებები და ნერვული მოშლილობები გამოიწვიოს. დიდი რაოდენობის ნიტრატებს შეიცავს ბოსტნეული, შედარებით ცოტას - ხილი და სხვა პროდუქტები. ნიტრატების მაღალი დონეა ადრეული ხილისა და ბოსტნეულის პარტიებში. სეზონის ბოლოს კი თითქმის აღარაა.
თავი რომ დაიცვათ, ახალ კომბოსტოს ამოაჭერით მურკი - ყოტი. სალათების მომზადებისას ღეროების გამოყენება რეკომენდებული არ არის, რამდენადაც ისინი დიდი რაოდენობით შეიცავენ მავნე ნივთიერებებს. სტაფილოც, ასევე შეიცავს ნიტრატებს, მაგრამ გულში - ყოველთვის ამოაჭერით, სტაფილოს გრძივი შიდა ნაწილი. ბოლოკი და კიტრი - გაფცქვენით. ჭარხალს ძირში უგროვდება, ამიტომ დიდად წააჭერით. ყაბაყსა და ბადრიჯანში ამ მხრივ არაფერია საშიში. საზამთროსა და ნესვში კანთან ახლოს გროვდება. ბარდა, ლობიო, მჟაუნდა და ბრიუსელის კომბოსტო ნიტრატების მინიმალურ რაოდენობას შეიცავს. ყველაზე დიდი რაოდენობითაა ბალში, მწავანე ხახვში, კამაში, ჭარხლისა და სალათის ფოთოლში.
ბოსტნეულის მომზადება ორთქლზე ნიტრატების 50 - 70 % - ს აცლის, ხარშვა - 80% და მეტს. ცხობისა და წვის დროს კი ნიტრატები სრულად ნარჩუნდება პროდუქტში.