ექიმი ანატოლი მედვეცკი გვირჩევს თუ როგორ ავიცილოთ თავიდან ნიტრატების ზემოქმედება!
ექიმი ანატოლი მედვეცკი თავის წიგნში, "დოქტორ მედვეცკის რჩევები", წერს: - თუ თქვენ ეჭვი გაქვთ ან იცით, რომ ბოსტნეულში ნიტრატების შემცველობა ნორმაზე მაღალია, დააკონსერვეთ ისინი. ერთი დღე - ღამის შემდეგ ნიტრატების რაოდენობა შემცირდება 80 % - ით. კარტოფილი, კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი წამოადუღეთ. მწვანე სალათა, მწვანე ხახვი, ბოლოკი 1 - 2 საათი დაალბეთ წყალში, რომელსაც 3 - ჯერ გამოუცვლით. ამის გარდა, უნდა იცოდეთ, რომ ნიტრატების შემცველობა მკვეთრად მცირდება დამწნილების და ბოსტნეულის დიდი ხნით შენახვის შემდეგ.
ყურადღება:
კომბოსტოს მწნილად ჩადებიდან პირველ 3 - 4 დღეს მასში არსებული ნიტრატებიდან წარმოიქმნება კიდევ უფრო მავნე ნიტრატები, ამიტომ 1 კვირაზე ადრე ამ კომბოსტოს საკვებად გამოყენება არ შეიძლება.
ნიტრატები სხვადასხვა ბოსტნეუში სხვადასხვანაირად კონცენტრირდება. კარტოფილში და კიტრში ისინი გროვდება კანის ქვეშ, კომბოსტოში და სტაფილოში - უფრო ღრმად, გულში. კარტოფილში ნიტრატების შესამცირებლად საჭიროა, გათლილი მთელი ღამის განმავლობაში დავტოვოთ წყალში, დილით ახალ წყალში 5 წუთით წამოვადუღოთ. გადაიღვაროს ეს წყალიც და შემდეგ მოიხარშოს სრულ მზადყოფნამდე. გამოყენებული წყლის ხმარება არ შეიძლება.