ხილ - კენკროვანი და საკვები მცენარეების სამკურნალო თვისებები
დადგენილია, რომ ნედლი ხილის და ბოსტნეულის გამოყენება ადამიანის ორგანიზმისათვის დეფიციტური ნივთიერებებით შემავსებელი საუკეთესო და მეტნაკლებად უსწრაფესი საშუალებაა. მათი წვენების შეთვისება რამდენიმე წუთს გრძელდება, რომლის დროსაც საჭმლის მომნელებელი სისტემა მინიმალურ ენერგიას ხარჯავს. რაც შეეხება ბოსტნეულისა და ხილის ნატურალურ მდგომარეობაში მონელებას, მას ბევრად დიდი დრო და მეტი ენერგია სჭირდება, რათა შეითვისონ. მიუხედავად ამისა, იგი აუცილებელია, რადგან უჯრედისი, რომელსაც ფაქტიურად არა აქვს არავითარი საკვები ღირებულება, აქტიურად მოქმედებს ნაწლავების პერისტალტიკაზე და წმენდს მის კედლებს. როდესაც იგივე ნივთიერებებს თერმულად დამუშავებულს ვღებულობთ, მაშინ უჯრედისი კარგავს თავის ძალას და ნაწლავის კედლებზე ტოვებს შლამს, რომელიც დროთა განმავლობაში გროვდება და მთელ რიგ დარღვევებს იწვევს.
ხილის წვენი, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ ყველა ნახშირწყალს, ვიტამინს და სხვა სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, მწიფე ხილისგან უნდა დამზადდეს. იგი ადამიანის ორგანიზმის ძალიან ეფექტური გამწმენდი საშუალებაა.
ბოსტნეული და მისგან დამზადებული წვენი ადამიანის ორგანიზმში ასრულებს სამშენებლო და აღმდგენელ ფუნქციებს, იგი შეიცავს ადამიანისთვის აუცილებელ თითქმის ყველა ამინომჟავას, ფერმენტს, მინერალურ მარილებსა და ვიტამინს.
ცნობილია, რომ ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც სოფლის მეურნეობაში სასუქის სახით, თუ მავნებლების წინააღმდეგ გამოიყენება, უმეტესად უჯრედისში გროვდება. ამიტომ ხილი იქნება, თუ ბოსტნეული, თავდაპირველად უნდა გავათავისუფლოთ უჯრედისისგან, კერძოდ, უნდა გავთალოთ, შემდეგ გავხეხოთ და გამოვწურით წვენი, ან დავამზადოთ მისგან ნაყენი, რომელიც შედარებით გათავისუფლებული იქნება ქიმიკატებისგან. ისეთი ხილი ან ბოსტნეული, რომლის გათლა არ შეიძლება. წინასწარ ნახევარი საათით მაინც უნდა დავალბოთ ცივ წყალში, გავხეხოთ გამდინარე ცივ წყალში ჯაგრისით და შემდეგ გამოვიყენოთ. ამით ნაწილობრივ მაინც შეიძლება ქიმიკატებით მოწამვლას ავარიდოთ თავი. საერთოდ კი უმჯობესია გამოვიყენოთ ისეთი ხილი და ბოსტნეული, რომელთა მიმართ არაა ნახმარი შხამ - ქიმიკატები.
რა რაოდენობის შეიძლება მივირთვათ ბოსტნეული და ხილი, ან დავლიოთ მისი წვენი? იმდენი, რამდენის მიღება შესაძლებელია სიამოვნებით, თავზე ძალდატანების გარეშე. როგორც წესი, შესამჩნევი შედეგის მიღწევა შეიძლება, დღეში 600 გ - დან 1 ლიტრამდე წვენს თუ დავლევთ. სასურველი შედეგების მისაღწევად, უმჯობესია, დოზა დღეში 4 ლიტრამდე გავზარდოთ.
წვენის დამზადება უკეთესია თანამედროვე წვენსაწურით, რომელიც მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომია.