რა უნდა ვიცოდეთ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით მკურნალობისას
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები სამკურნალო მიზნით ორ შემთხვევაში ინიშნება - ჯირკვლის ფუნქციის ჩასანაცვლებლად, როცა ის სათანადოდ ვეღარ ფუნქციობს და ჯირკვლის ქსოვილის ჭარბი ზრდის თავიდან ასაცილებლად. პირველ შემთხვევაში ამბობენ, რომ ტარდება ჩანაცვლებითი, ხოლო მეორე შემთხვევაში - სუპრესიული თერაპია.
ჩანაცვლებითი თერაპია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით
არსებობენ ადამიანები, რომელთა ფარისებრი ჯირკვალიც ვერ წარმოქმნის იმდენ ჰორმონს, რამდენიც ორგანიზმს სჭირდება. ამ მდგომარეობას ჰიპოთირეოიდიზმი ეწოდება. ჰიპოთირეოიდიზმის მიზეზია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება, ჯირკვლის დესტრუქცია (რღვევა) ქირურგიული ჩარევის ან სამკურნალო დასხივების შედეგად, ზოგჯერ - ჰიპოფიზის მიერ ფარისებრმატიმულირებელი ჰორმონის პროდუქციის დაქვეითება. ჰიპოთირეოდიზმი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით ჩანაცვლებითი თერაპიის უმთავრესი მიზეზია. ჰიპოთირეოდიზმის დროს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით ჩანაცვლებითი მკურნალობის მიზანი სწორედ ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციობის ზუსტი იმიტაციაა. როცა პაციენტს საკუთარი ჰორმონების დეფიციტი აქვს, ეს სინთეზური თიროქსინის პრეპარატებით მიიღწევა.
ფარისებრი ჯირკვლის ჰორნმონები ორგანიზმის ნორმალური ფუნციონირებისთვის აუცილებელია. სწორედ ამიტომ არის საჭირო მათი ჩანაცვლება დეფიციტის შემთხვევაში. თუმცა ყველა პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით მკურნალობა განსხვავდება ჩვეულებრივი მედიკამენტური მკურნალობისგან, ეს განსხვავება კი სწორედ ჩანაცვლებითი თერაპიაა. მან ჰორმონალური დეფიციტი უნდა შეავსოს. ამიტომაც არ არის სასურველი ამ პრეპარატების მიღება საჭიროზე მეტი ან ნაკლები დოზით. ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია, ექიმმა პაციენტი აკონტროლოს და ჯირკვლის ფუნქცია რეგულარულად შეაფასოს.