ხანჭკოლა: მარტივი საშუალება მოსავლიანობის გასაზრდელად
უამრავი კულტურის მოსავლიანობის გაზრდა მხოლოდ სასუქებით არ არის შესაძლებელი. გამოცდილმა მებაღეებმა იციან, რომ მოსავკლიანობის ამაღლების მიღწევა ზოგიერთი მცენარის მეშვეობით არის შესაძლებელი, მაგალითად - ხანჭკოლასი.
ხანჭკოლას მწვანე სიდერალური სასუქის სახით გამოყენებისას, უმჯობესდება ნიადაგის აგროქიმიური, მიკრობიოლოგიური და ფიტოსაინტარული მდგომარეობა. მცენარის მასის ნიადაგში ჩაბარვისას, იგი მდიდრდება ორგანული ნივთიერებებითა და აზოტით, მაღლდება მისი ნაყოფიერება, იზრდება მოსავალი. აზოტის დაკარგვა ამ შემთხვევაში გამორიცხულია - „მწვანე სასუქი“ ნიადაგში უფრო სწრაფად იხრწნება, ვიდრე სხვა ორგანული სასუქი. ის ასევე ამცირებს ნიადაგის მჟავიანობას, ამცირებს სიმყარეს, აუმჯობესებს სტრუქტურას, ზრდის წყალგაუმტარობას, ამაღლებს ტენიანობას.
ყველაფერი ამის წყალობით კი ნიადაგის მიკროორგანიზმების სიცოცხლისუნარიანობა აქტიურდება. მიკროორგანიზმები შთანთქავენ საკვებ ნივთიერებებს. ასევე დამტკიცებულია, რომ სიდერატები არამხოლოდ ამცირებენ ნიადაგის დაბინძურებას, არამედ, აძლიერებენ სხვა შეტანილი სასუქის მოქმედებას.
მწვანე მასის გახრწნის სიჩქარის პროცესის რეგულირება შესაძლებელია: რაც უფრო ღრმაა თხრილი, მით უფრო ნელა იხრწნება „მწვანე სასუქი“.
ხანჭკოლას კიდევ ერთი დადებითი თვისება აქვს - მაღალი აზოტმაფიქსირებელი შესაძლებლობა. ეს საშუალებას იძლევა, თავიდან აირიდოთ ზედმეტი აზოტის შეტანისგან.
ხანჭკოლას გახარება არც თუ ისე რთულია - ის კარგად იზრდება მინერალური სასუქების გარეშე ღარიბ ნიადაგშიც.
ხანჭკოლას მწვანე მასის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია კარტოფილისთვის. კარტოფილის ფიტოფტოროზითა და სხვა დაავადებებით დაავადების რისკი 2-ჯერ მცირდება, ხანდახან კი მეტჯერ. იზრდება მოსავლიანობა და ხარისხი.