12 სუპერ ეფექტური საშუალება მცენარეებში სასუქის შესატანად

12 სუპერ ეფექტური საშუალება მცენარეებში სასუქის შესატანად
შაქრის სასუქი

1 ჩ.კ. შაქარს თანაბრად აყრიან მიწას მოწყვამდე, ან 2 ჩ.კ. შაქარს ხსნიან 1 ჭიქა წყალში. ჩაატარეთ ეს პროცედურა კვირაში ერთხელ.

კვერცხის ნაჭუჭი

კალციუმით მდიდარი კვერცხის ნაჭუჭი ანეიტრალებს მჟავიანობას. ამიტომ მას უმატებენ საგაზაფხულო მინერალური სასუქების შეტანის დროს, როცა ნიადაგის მჟავიანობა იმატებს. უმი კვერცხის ნაჭუჭი გაახმეთ და დააქუცმაცეთ, შემდეგ დაამატეთ ნიადაგს.

ბანანის ქერქი

დაჭერით წვრილად და დააქუცმაცეთ ბანანის ქერქი. ყვავილების გადარგვისას მოაყარეთ ფენებად. მეორე ხერხი: გამხმარი ბანანის ქერქი დაფქვით და მოაყარეთ ქოთანს მორწყვამდე. ასეთი სასუქი უხდება მცენარეებს ყვავილობისას.

შეშის ნახშირი


1 ლიტრ წყალში გახსენით 30 გრ შეიშის ნახშირი და მორწით ყვავილები. ნახშირი შეიცავს კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, რაც ხელს უწყობს მცენარეების უჯრედების ენერგეტიკულ პროცესებს.

ჩაი და ყავა

ყავისა და ჩაის ნალექს კარგად აშრობენ და სასუქად იყენებენ ოთახის მცენარეებისთვის. ან მოამზადეთ ჩაის ნაყენი: აჭიქა ჩაის დაამატეთ 3 ლიტრი ცხელი წყალი და დააყენეთ 5 დღით, დაწურეთ და გამოიყენეთ სასუქის სახით.
ჩაი და ყავა ტუტოვან გარემოს ანეიტრალებს, ამიტომ მჟავიანი ნიადაგის მოყვარული მცენარეებისთვის არის ეფექტური.

ბურღულეულის ნახარში

უამრავი დიასახლისი იყენებს სასუქის სახით ბრინჯის, წიწიბურის და სხვ. ნახარშს. ასეთი წყალი შეიცავს რკინას, მაგნიუმს, ფოსფორს.

ხახვის ნაფცქვენი

ეს გახლავთ ძალიან სასარგებლო სასუქი მცენარეებისთვის. გარდა ამისა, ხახვის ნაყენი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც აცილებს დამაავადებელ მიკროფლორას. 10-20 გრ ხახვის ნაფცქვენს დაამატეთ 5 ლიტრი თბილი წყალი, დააყენეთ 4 დღით.

ფორთოხლის ქერქის ნაყენი

ეს გახლავთ პროფილაქტიკა ობობას ტკიპის წინააღმდეგ. დაასხით ფორთოხლის ქერქს მდუღარე წყალი და დააყენეთ 4-5 საათით. მოაპკურეთ მცენარეებს პულვერიზატორიანი ბოთლიდან დროდადრო.

ალოე ვერას წვენი - ზრდის ბიოსტიმულატორი

თესლების ჩალბობისას წყალში დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ალოე ვერას წვენი, დააყენეთ 8-20 საათით. ოთახის მცენარეების მორწყვისას, ასევე დაამატეთ ალოე ვერას წვენი. იყენებენ 2-3 წლის ასაკის ალოე ვერას ფოთლებს, წინასწარ მოათავსეთ მაცივარში რამდენიმე დღით.