6 შეცდომა აგარაკზე ვარდების გახარებისას
- ვარდის გრუნტში დარგვისას, არ დატოვოთ ნამყენი ნიადაგის ზედაპირზე. უმჯობესია, მცენარის ძირი 2-3 სმ-ით ჩააღრმავოთ.
- არ შეიძლება ბაღის ვარდების გადაჭრა ზამთარში. ამგვარად, მცენარე კარგავს სასიცოცხლო ძალებს და ზამთარში სუსტდება. ვარდი გაზაფხულზე უნდა გადაჭრათ, მოაცილოთ მოყინული ღეროები.
- ვარდი, უმჯობესია, გრილი წყლით მორწყათ. მოწრყვა - უხვი, მაგრამ იშვიათი.
- ვარდს არ სჭირდება დამატებითი სასუქი. ბაღის ვარდის მოვლა და სასუქით მომარაგება შუა ზაფხულამდე ესაჭიროება, შემდეგ უნდა შეწყვიტოთ.
- ნუ მოაჭრით ვარდის ფოთლებს ზამთარში. მცენარე თავად გადაწყვეტს, რა დრომდე სჭირდება მას ფოთლები.
- ნუ მოაყრით ზამთარში ტორფს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როცა დათბება და წვიმები შეწყდება, ვარდი გაიზრდება, თუმცა, სიმშვიდისთვის უნდა მოემზადოს.