შროშანის მოვლის 6 სასარგებლო რჩევა
- ღია სივრცეში შროშანის მოვლისთვის აუცილებელია ტენიანი, ფხვიერი და სარეველასგან გაწმენდილი ნიადაგი, დაავადებებისა და მავნებლებისგან დაცვა, ნორმალური კვება.
- ამ ყვავილს მსუბუქი, ფხვიერი და ნოყიერი ნიადაგი სჭირდება. სწორედ ამიტომ მცენარის დანერგვამდე მძიმე ნიადაგს ამზადებენ, უმატებენ ტორფს, ქვიშასა და ნეშომპალას. გაზაფხულსა და ზაფხულის პირველ ნახევარში აზოტის სასუქით, ხოლო შემოდგომაზე ფოსფორისა და კალქვას სასუქებით ამარაგებენ.
- დაავადებებიდან ყველაზე ხშირად ამ ყვავილს ბოტრიტის სოკო უჩნდება. დაავადების ნიშნებია ფოთლებზე ოვალური ფრომის ნაცრისფერი ლაქების გაჩენა, რომლებიც შემდეგ იზრდება და ერთიანდება. ფოთლები და ღეროები ყავისფერდება და შრება (თითქოსდა დაიწვაო). მცენარე ამ დაავადებით ძირითადად მაღალი ტენიანობის დროს ავადდება.
- სოკოვან დაავადებებთან საბრძოლველად აუცილებელია დაყრილი ფოთლებისა და ღეროების შეგროვება და განადგურება. რეგულარულად დანამეთ მცენარე 1% ბორდო სითხის სპრეით, 0.1% ბენომილის სუსპენზიით, 0.4% ეუპორენას სუსპენზიითა და საპონის ემულიით. ასევე კარგი იდეაა ნიადაგის ზედაპირზე ხის ნაცრის მოყრა (1კვ.მ-ზე 200-300გრ).
- ცხელი ამინდების დროს ნიადაგის გადახურება მცენარეზე უარყოფითად მოქმედებს. ნიადაგის დასამშვიდებლად კარგი იქნება ნახერხის მოყრა. ასევე მათ ახლობლად ერთწლიანი ყვავილების დარგვა კარგი იდეაა.
- თუ ნიადაგი კარგად ნოყიერი არაა, გამოსაკვებად იყენებენ დანამატებს: გაზაფხულზე - აზოტის სასუქს, აყვავებამდე - ფოსფორის სასუქს, ხოლო ყვავილობის შემდეგ - კალიუმს.