ყველაფერი პიონების შესახებ
ძალიან ხშირად გამოუცდელი მეყვავილეები პიონებს ძირში ჭრიან მათი ყვავილობის შემდეგ. ეს კატეგორიულად დაუშვებელია, რადგან სწორედ ამ დროს ვითარდება ყვავილის კვირტები, რომლებიც მომდევნო წელს ულამაზეს ყვავილებად იქცევა. ამ პერიოდშივე პიონები იმარაგებენ საკვებ ნივთიერებებს, რომელთა წყალობითად შემდგომში ვითარდებიან. ბუჩქზე ფოთლების რაოდენობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროცესში.
იმისათვის, რომ მომდევნო წელს პიონებმა უხვი ყვავილობით გაგვახარონ, უნდა დატოვოთ მცენარის ღესო 2-3 ფოთლით. ძირში მოჭრა შეიძლება მხოლოდ შემოდგომაზე, სიცივის დადგომისთანავე. ამასთან, მცენარე სანდოდ უნდა შეფუთოთ ყინვებისგან დასაცავად.
ახალგაზრდა (3 წლამდე) ბუჩქების მოვლა მხოლოდ რეგულარულ მორწყვასა და ნიადაგის გაფხვიერებას მოიცავს. უფრო დიდი ბუჩქები რეგულარულ სასუქის შეტანას მოითხოვს.
სასუქი პირველად ნაადრევ გაზაფხულზე უნდა შეიტანოთ. ნიადაგზე, ბუჩქის ირგვლივ ყრიან 10-15 გრ აზოტსა და 10-20 გრ კალიუმს. ეს ძალიანფრთხილად უნდა გაკეთდეს, ბუჩქის ღეროზე სასუქი არ უდნა მოხვდეს.
სასუქი მეორედ ბუტონების ფორმირებისას უნდა შეიტანოთ, რათა ყვავილების ხარისხი გაუმჯობესდეს. ამისათვის უნდა აიღოთ 15-20 გრ ფოსფორი, 10-15 გრ კალიუმი და 8-10 გრ აზოტი.
სასუქის მესამედ შეტანა - ყვავილობის შემდეგ 10-14 დღეში - კალიუმისა (10-15 გრ) და ფოსფორის (15-20გრ) ნაზავი.