უნაზესი ყვავილი არმერია

უნაზესი ყვავილი არმერია
არმერიას მზიან ადგილას ახარებენ, გვალვას კარგად უძლებს. სახეობების უმეტესობა შეფუთვის გარეშე უძლებს ზამთრის სიცივეს. ნესტიანი ნიადაგი უყვარს, უმჯობესია მჟავე რეაქციით. კირს ვერ იტანს. 5-6 წელიწადში ერთხელ საჭიროებს ბუჩქის დაყოფას.

გამრავლება: თესლით, დაყოფით და დაკალმებით. თესლებს ღია გრუნტში თესავენ ზამთრის დადგომამდე ან გაზაფხულზე. შეგიძლიათ დათესოთ სათბურში, ყუთებში თებერვალში ან მარტში. ახალგაზრდა მცენარეები ყვავილობას მომდევნო წელს იწყებს. ნაადრევი დათესვისას - იმავე წლის შემოდგომაზე.

ბუჩქებს 2-3 წელიწადში ერთხელ ჰყოფენ ადრე გაზაფხულზე ან შემოდგომაზე (რაც უმჯობესია), ყვავილობის დასრულების შემდეგ. ყოველი ბუჩქი შეგიძ₾იათ დაჰყოთ პატარა ნაწილებად, რომლებიც მალევე იდგამენ ფესვებს და ახალ მცენარეებს აძლევენ სიცოცხლეს. ნარგავებს შორის მანძილი - 15-20 სმ. დაკალმება გაზაფხულიდან შემოდგომამდე ხდება. რეკომენდებულია კლდოვანი ბაღებისთვის, ბორდიურებისთვის და ბუჩქების გჯუფისთვის.