მსხვილფოთოლა ჰორტენზია: ულამაზესი და პოპულარული ყვავილი
სილამაზისა და ყვავილების სიუხვის გამო, მსხვილფოთოლა ჰორტენზია დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას ცალკეც და ბუჩქების ჯგუფებშიც ახარებენ, სხვა დაბალჯიშიან და კონტრასტულად განსხვავებული ყვავილების მქონე მცენარეებთან ერთად. გაფურჩქვნისას, ყვავილებს მოომწვანო-მოთეთრო ფერი აქვს, შემდეგ ფერს იცვლის და თეთრი ხდება, ზაფხულის მეორე ნახევარში კი ვარდისფერი ან ღია იასამნისფერი ხდება.
ჰორტენზია კარგად იზრდება ბაღ-ბოსტნის ნიადაგზე, კარგად იღებს სასუქს, იტანს ჩრდილს, მაგრამ ამჯობინებს ღია მზიან ნაკვეთებს. ერთ ადგილას 10 წელზე მეტი შეიძლება იხაროს. ჰორტენზიის ქვეშ თხრიან 70-სანტიმეტრიან ორმოს 1 მეტრის დიამეტრით, ფსკერში ყრიან გამხმარ ფუნას, შემდეგ ორმოს ავსებენ ბოსტნის მიწისა და მსხვილი ქვიშის ნაზავით.
ჰორტენზიას სინესტე უყვარს, ბუჩქი უხვად უნდა მოირწყას, განსაკუთრებით ცხელ ამინდებში. სინესტის აორთქლების შესამცირებლად, ბუჩის ძირას ტორფს ყრიან.
ჰორტენზია დაკალმებით მრავდება, იშვიათად - თესლით. დათესილი მცენარე 3-4 წელიწადში ჰყვავის. დაკალმებული მცენარე პირველ ზამთარში ყინვაგამძლე არ არის. ამიტომ ფესვგასულ კალმებს ქოთნებში გადარგავენ და სათბურში ან სარდაფში დგამენ. გაზაფხულზე ქოთნებიდან გრუნტში გადარგამენ, გადაჭრიან დაბალზე, უტოვებენ 3-4 კვირტს, მეორე ზამთარს კი მცენარეს გრუნტში ტოვებენ, მაგრამ ფუთავენ შემოდგომაზე.
მომდევნო გაზაფხულზე ბუჩქს კვლავ ჭრიან და ტოვებენ 6-8 კვირტს. ამ კვირტებისგან ძლიერი და უხვად მოყვავილე ყლორტები ვითარდება. მომდევნო წლებში მცენარეს შეფუთვის გარეშე აზამთრებენ. თვეში ერთხელ: მაისში, ივნისში, ივლისში - სასუქის სახით იყენებენ ქათმის ექსკრემენტებს, რომელსაც წყალში ხსნიან 1:1 პროპორციებით.