შოროქანი - უჭკნობი სილამაზე
შოროქანი - გახლავთ მრავალწლიანი მცენარე, რომელსაც ახარებენ, როგორც ერთწლიანს. უყვარს მზე, უძლებს გვალვას, ყინვას, მრავალფეროვანი შეფერილობით გამოირჩევა, გამოიყენება ზამთრის და ზაფხულის თაიგულებისთვის.
მცენარის სიმაღლე 60-დან 90 სმ-ს აღწევს. ყვავილების ფერები შეიძლება იყოს წითელი, ვარდისფერი, ნარინჯისფერი, ყვითელი, ცისფერი, ლურჯი და თეთრი.
უპირატესობას მზიან და ნათელ ფერებს ანიჭებს, თუმცა, ნიადაგის მიმართ მომთხოვნი არ არის. ულამაზესია შოროქანი ხმელ მდგომარეობაში, ზამთრის თაიგულებისთვის მას სრულად გაშლილი ბუტონებით ჭრიან, ახმობენ ბნელ ადგილას თავდახრილად.
შოროქანი თესლებით მრავლდება. Fpaparazzi-ს რედაქცია გირჩევთ, დათესოთ თებერვალ-მარტში. მცენარე უკვე 1-1,5 კვირაში გაიზრდება, რის შემდეგაც უნდა გადარგოთ მიწასთან ერთად ქოთანში ძალიან ფრთხილად, რადგან გადარგვას მცენარე ცუდად იტანს. მუდმივ ადგილას გადარგვისას, მცენარეებს შორის დაშორება 30-40 სანტიმეტრს უნდა შეადგენდეს.