იაპონური სპირეა: ცოტა რამ ულამაზესი მცენარის შესახებ
ლამაზად მოყვავილე ბუჩქის ფოთლები გაშლისას ბრინჯაოსა და ნარინჯისფერია, ზაფხულში - მომწვანო-მოყვითალო, შემოდგომაზე - ჩალისფერი და ნარინჯისფერი. ყველაზე კაშკაშა შეფერილობას ფოთლები მზიან ნაკვეთებზე იღებს, ჩრდილში - მწვანდება.
ყვავილები პატარები და მოვარდისფრო აქვს, ჰყვავის ივნისიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე, 50 დღის განმავლობაში, უხვად. ყინვასა და გვალვას კარგად უძლებს. ამჯობინებს ნესტიან, ნაყოფიერ ნიადაგს.
ჯიშის ყველა ნიშნის შესანარჩუმებლად, სპირეა ვეგეტატიურად უნდა გაამრავლოთ. ჭრიან 10 სანტიმეტრიან კალამს. თ მას შუა ზაფხულში დარგავთ, შემოდგომაზე კუკვე ფესვებს კარგად მოიდგამს. მთელი სეზონის განმავლობაში, ნიადაგი ზომიერად ნესტიანი უნდა იყოს, მაშინ უკვე შემოდგომაზე ან მომავალ გაზაფხულზე მიიღებთ დამოუკიდებელ მცენარეებს. სასურველია, მოაცილოთ პირველი ყვავილობა ახალგაზრდა ბუჩქებზე, ამგვარად, უფრო სწრაფად განვითარდება.
გამოიყენება ცოცხალი, დაბალი ღობის სახით, წყალსაცავების გასაფორმებლად, ბუჩქოვანების ჯგუფში, საყვავილეებში.