დეკორატიული მზესუმზირა (ჰელიანტუსი)
დეკორატიული მზესუმზირის გახარებისას, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მას ღია სივრცე უყვარს, მზის სხივების ქვეშ. სხვა დანარჩენში, მცენარე უპრეტენზიოა. მას არ სჭირდება დამატებითი სასუქი. თუმცა ყვავილი საგრძნობლად აღარიბებს ნიადაგს, ამიტომ მის ნაცვლად ამ მიწაზე მხოლოდ ლობიოს და პარკოსნებს თუ დათესავთ.
დეკორატიული მზესუმზირის გამრავლება ხდება ისევე, როგორც ჩვეულებრივი მზესუმზირის: თესლებს პირდაპირ გრუნტში თესავენ. მრავალწლიან სახეობებს ამრავლებენ ბუჩქის დაყოფით შემოდგომასა და გაზაფხულზე. დაყოფა მეორე ან მესამე წელს ხდება.
დეკორატიული მზესუმზირა, რომელიც დიდ მოვლას არ საჭიროებს, ძალიან პოპულარულია ჩვენს დღეებსი. დათესვისას, უნდა დაიცვათ გარკვეული დისტანცია ნათესებს შორის. მცენარე დასთესვის შემდეგ უკვე 2 კვირაში აღმოცენდება, ყვავილობას კი 75-80 დღეში იწყებს. დამჭკნარი ყვავილები უმალვე უნდა მოაცილოთ, რათა ახალი ყვავილები მალე ამოვიდეს.
მშრალ ამინდში, მცენარე უხვ მორწყვას მოითხოვს. ასევე, უნდა დაიცვათ იგი ძლიერი ქარისგან, რომელმაც შეიძლება ღეროები დააზიანოს.
დღესდღეობით, ბევრი მებაღე ახარებს ამ ყვავილს. ჯიშის საბოლოო სახე თესლის შეფუთვაზეა გამოსახული. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ჯიში გახლავთ „დათუნია ტედი“. მისი სიმაღლე 1 მეტრს არ აღემატება, ის ჩრდილო-დასავლურ კლიმატსაც უხდება. როგორც წესი, ამ ჯიშს მაისის ბოლოს თესავენ, ივლისის დასაწყისიდან გვიან შემოდგომამდე, მცენარე უხვი და ლამაზი ყვავილობით გაგახარებთ.