ხალხური რეცეპტები, რომლებიც შორსწასულ ნიკრისის ქარს მარტივად კურნავს.
პოდაგრა, ანუ ნიკრისის ქარი ართრიტის ყველაზე მტკივნეული ფორმაა. ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია ქვედა კიდურების სახსართა უპირატესი დაზიანება. ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ სავსებით შესაძლებელია შუაღამისას გაგეღვიძოთ. როგორც წესი ნიკრისის ქარი ჩნდება ფეხის პირველ თითზე. შეხებისას პაციენტი დიდ დისკომფორტს გრძნობს. ართრიტის ეს ფორმა ვითარდება სისხლში შარდმჟავის დონის მომატების გამო. ეპიზოდები შეიძლება გაგრძელდეს 3–დან 10 დღემდე და მდგომარეობა გაართულოს სტრესმა ან ალკოჰოლმა. ამასთან, რისკ–ფაქტორია სიმსუქნე.
- აიღეთ ღიღილოს ყვავილი - 5 წილი, გულყვითელას ყვავილი - 5 წილი, იორდასალამის ყვავილი - 5 წილი, ღვიის ყვავილი - 5 წილი, ხეჭრელას ქერქი - 5 წილი, დიდგულას ყვავილი -10 წილი, ჭინჭრის ფოთოლი - 10 წილი, ტირიფის ქერქი - 20 წილი, შვიტას ბალახი - 20 წილი, არყის ხის ფოთოლი - 20 წილი. 1 ს/კ ნარევს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ და ნახევარი საათის შემდეგ მთლიანად დალიეთ. გაიმეორეთ ყოველ 2 საათში ერთხელ. ამ რეცეპტს იყენებენ შორსწასული ნიკრისის ქარის დროს.
- არყის ხის წვენი ამცირებს ნიკრისის ქარით გამოწვეულ ტკივილს, გამოჰყავს შარდმჟავა მარილები და გააჩნია სუსტი შარდმდენი მოქმედება. მიიღეთ 1 ჩ/ჭ მცენარის წვენი 3 - ჯერ დღეში ნიკრისის ქარის დროს.
- ვაზის ფოთოლი ხელს უწყობს ორგანიზმიდან მჟაუნჟავას გამოდევნას. ფოთლებს უმატებენ სალათს, სუპს. ხმელი ფოთლებისგან შეგიძლიათ მოამზადოთ ნახარში: 1 ს/კ ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და ადუღეთ 10 წთ, გააჩერეთ 10 წთ, მიიღეთ 100 მლ 3 -4 -ჯერ დღეში.
- კაკლის დაჭრილ ფოთოლს, ან ნაყოფს, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ 3- ჯერ დღეში.
- 2 ჩ/კ ვარკაჭაჭას ბალახს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღეთ 100 მლ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ავიცენას რჩევით ბალახის სქელი ნახარში დაიდეთ ნიკრისის ქარით დაზიანებულ სახსრებზე. 1 ს/კ ფოთოლს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 სთ, გაწურეთ და მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ 4 - 5- ჯერ დღეში.
- 1 ს/კ ასფურცელას ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 2 საათის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ 3 -4 -ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წთ - ით ადრე. ასფურცელას ყვავილის და ფოთლის ნაყენს იყენებენ გარეგანადაც როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას ნიკრისის ქარის, რევმატიზმის, სახსრების ტკივილის დროს.