ქრონიკული ფსორიაზის სამკურნალო ანტივირუსული მცენარეული საშუალებები
ფსორიაზს არცთუ იშვიათად კუჭ - ნაწლავის ტრაქტის დაავადებები ერთვის. ეს ურთიერთკავშირი უარყოფით გავლენას ახდენს დაავადებების მიმდინარეობაზე, რემისიის ხანგრძლივობასა და მკურნალობის ეფექტურობაზე. ამის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია სამკურნალო მცენარეთა ნაკრების ნაყენი.
- შეკრულობით გამოწვეული გამონაყარის დროს - 20 გრ ხეჭრელის ქერქი, 15 გრ არყის ხის ფოთოლი, 15 გრ იასამფერას ყვავილი, 15 გრ დიდგულას ყვავილი, 15 გრ დიდი კამის ( ცერეცოს ) ნაყოფი, 20 გრ ძირტკბილას ფესვი. მიიღეთ 1/4 - 1/3 ჭიქა ნახარში დღეში 3 -ჯერ, ჭამამდე;
- ან: 25 გრ ხეჭრელის ქერქი, 25 გრ ჭინჭარი, 25 გრ არყის ხის ფოთოლი, 25 გრ სელის თესლი. მიიღეთ 1/4 - 1/3 ჭიქა ნახარში დღეში 3 - ჯერ, ჭამის შემდეგდ;
- საჭმლის მომნელებელი ორგანოებისა და თირკმელების ფუნქციის გასაუმჯობესებლად - 20 - 20 გრ ძირტკბილას ფესვი, დიდი კამის ნაყოფი, ხეჭრელის ქერქი, ოროვანდის ფესვი და ბაბუაწვერას ფესვი. სვით თბილი, 1/2 - 1/2 ჭიქა, დღეში 3 - ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ქრონიკული ინფექციური კერების არსებობისას ფსორიაზის კომპლექსურ მკურნალობაში უნდა ჩაერთოს საშუალებები, რომლებსაც განსაზღვრულწილად ანტივირუსული მოქმედებაც აქვს: - ბირკასა და ბირკავას ნაყენი (20 გრ 200 მლ მდუღარე წყალზე ) - 1/4 - 1/2 ჭიქა 3 -4 -ჯერ დღეში;
- ბამბის ბუჩქის ფესვების ნახარში (10 გრ დაქუცმაცებულ გამხმარ ფესვს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე და წამოადუღეთ ) - 1 ს/კ დღეში 3 - ჯერ, ჭამის შემდეგ;
- 20- 20 გრ სალბი, დიდგულას ყვავილი, სამფერა ია, გულყვითელას ყვავილი და გვირილა - 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 30 წუთით გააჩერეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ შემთბარი, 2 - 3 ჯერზე, დღის განმავლობაში, ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი 1 - 2 თვიანია;
- 4 წილი ორკბილა, 3 წილი დიდგულას ყვავილი, 2 წილი სამფერა ია, 2 წილი გულყვითელა, 2 წილი გვირილა - 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 1 საათით დააყენეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ 2 - 3ჯერზე, დღის განმავლობაში, ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი ერთვიანია;
- 50 გრ ტყის მარწყვის ფოთოლი, 30 გრ ბეგქონდარა, 20 გრ კატაბალახას ფესვი, 25 გრ მრავალაძარღვა, 25 გრ ბირკა და ბირკავა, 15 ისლის ფესვი. 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. მიიღეთ 1/4 - 1/2 ჭიქა დღეში 3 -ჯერ;
- 15 - 15 გ ძირტკბილას ფესვი, დიდგულას ყვავილი, შავი მოცხარის ფოთოლი, ორკბილა, ჭინჭრის დედა, არალიის ფესვი და თავშავა - 1 ს/კ ნარევი 30 წთ გააჩერეთ 200 მლ მდუღარე წყალში. მიიღეთ 2 ს/კ დღეში 3 - ჯერ, ჭამამდე 15წუთით ადრე;
- 10 -10 გრ ქრისტესისხლა, ბეგქონდარა, ფარსმანდუკის ყვავილი, ყვითელგულას ყვავილი, დედოფლისთითა, კრაზანა და წყლის პერი - 2 ს/კ ნარევს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი. მიიღეთ თბილი, 1/4 - 1/2 ჭიქა დღეში 3 - ჯერ, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე.