დაამარცხეთ ართრიტი და ართროზი უმარტივესი ხალხური მეთოდებით
ადრე თუ გვიან ყველა ადამიანი კარგავს სახსრების ელასტიკურობას. ეს ხდება შხამებით, სხეულის ცხოველქმენდების პროდუქტებით ( რომლებიც მთლიანად არ გამოიდევნება ) ორგანიზმის საერთო, ძლიერი დანაგვიანების გამო. შლაკები შეიძლება გამოვლინდეს სისხლძარღვებში სკლეროტული ცვლილებებით. სასახსრე სითხის შემცირებით, რაც იწვევს სახსრების ტკივილს. ართროზის და ართრიტის დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. აუცილებელია მედიკამენტოზური, ფიზიოთერაპიული და ზოგჯერ, ქირურგიული მკურნალობაც კი. ასევე დიდ როლს თამაშობს ხალხური მედიცინაც სახსრების მკურნალობაში.
ხალხური მედიცინა სახსრების სამკურნალოდ გვირჩევს:
ხალხური მედიცინა სახსრების სამკურნალოდ გვირჩევს:
- აიღეთ ძიძოს თესლი - 4 ს/კ, ჭინჭრის თესლი - 4 ს/კ, ხებალახას კენკრა - 1- ს/კ, ცაცხვის თაფლი - 0,5 ჩ/ჭ. ყველა კომპონენტი აურიეთ და მიიღეთ 1 ჩ/კ ჭამამდე.
- აიღეთ 1 ჩ/კ ქრისტესისხლას ბალახი, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 1 სთ. მიიღეთ 1 ს/კ 3 - ჯერ დღეში. ზუსტად დაიცავით დოზირება: ქრისტესისხლა შხამიანია!
- აიღეთ სიმინდის ულვაში - 20 გრ, კოთხუჯის ფესურა - 20 გრ, ლობიოს ჭოტი - 20 გრ, დათვის კენკრას ფოთოლი - 20 გრ, ხეჭრელას ქერქი -20 გრ, ღიღილოს ყვავილი - 20 გრ, ფარსმანდუკის ბალახი - 20 გრ, 1,5 ს/კ ნარევს დაასხით 1,5 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 40 წთ. მიიღეთ 7 ყლუპი ყოველ ნახევარ საათში ერთხელ.
- 5 გრ არყის ხის კვირტს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 3 წთ, შეფუთეთ და გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღეთ 100 მლ 3 - ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.
- აიღეთ წყლის იელის ყვავილი - 1 წილი, ბალბას ფესვი - 1 წილი, ჭინჭრის ფესვი და ფოთოლი - 1 წილი, კულმუხოს ფესვი - 1 წილი, არნიკას ყვავილი - 1 წილი, დიდგულას ყვავილი - 1 წილი. 1 ს/კ ნარევს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და გააჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში. მიიღეთ 1 ჩ/კ ყოველ ორ საათში ერთხელ ( ღამით ძილის დრო არ ითვლება ).
- ყოველდღე მიირთვით შტოშის წვენი თაფლით და ვაშლით.
- ართრიტის დროს მკურნალობისას დაგეხმარებათ ალუბლის ნაყოფის რძესთან ერთად რეგულარულად მიღება.
- 2 ჩ/კ სიმინდის ულვაშს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღეთ 2 ს/კ 3 - 4 - ჯერ დღეში.