ეს რეცეპტები ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ნორმალიზებას უწყობს ხელს, აუმჯობესებს ძილს და გულის მუშაობას

ეს  რეცეპტები ფარისებრი  ჯირკვლის  ფუნქციის  ნორმალიზებას უწყობს  ხელს,  აუმჯობესებს  ძილს და   გულის მუშაობას
დიფუზურ - ტოქსიკური ჩიყვი დაავადებაა, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვალი დიდდება და ჭარბად გამოიმუშავებს ჰორმონებს, რაც ორგანიზმზე ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს.
მცენარეული საშუალებები თირეოსტატიკური პრეპარატების სამკურნალო ეფექტს აუმჯობესებს და დაავადების რეციდივის ალბათობას ამცირებს. სამკურნალო ნაყენი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ნორმალიზებას უწყობს ხელს, აუმჯობესებს ძილს, გულის მუშაობას და აფერხებს წონის კლებას.

რეცეპტები:
  • 1 წილი ძირტკბილა, 2 წილი ენდრო, 2 წილი საპონა;

  • 4 - 4 წილი ბარამბო, კატაბალახას ფესვი, კუნელის ნაყოფი, ძიძო, ისლანდიური ხავსი, კულმუხო, 5 წილი სვიის გირჩები, 3 წილი სალბი, 3 წილი ძირტკბილა;

  • თანაბარი რაოდენობით ტყის მარწყვის ფოთოლი, ყანის ბირკა, ძირტკბილა, ფარსმადუკი, ვარკაჭაჭას ფესვი, თავშავა, ორკბილა, ენდრო, მატიტელა.

  • 3 წილი კუნელის ნაყოფი, 2 წილი ძიძო, 3 წილი კრაზანა, 2 წილი გულყვითელას ყვავილი, 4 წილი ღორის ბირკას ნაყოფი, 3 წილი პიტნა, 2 წილი, ასფურეცელა, 4 წილი ასფურცელა, 2 წილი სვია (გირჩა), 3 წილი ასკილი;

  • 2 წილი ოშოშა, 5 წილი ღორის ბირკა, 2 წილი ყვითელი ცხვირსატეხელა, 1 წილი პიტნა, 2 წილი აბზინდა, 2 წილი შავი ცირცელი ნაყოფი, 1 წილი ფარსმანდუკი, 2 წილი ბეგქონდარა, 2 წილი ასკილი;

  • 2 წილი კუნელის ნაყოფი, 6 წილი ღორის ბირკა, 2 წილი თავშავა, 2 წილი პიტნა, 2 წილი ფითრი, 4 წილი შავბალახა, 1 წილი კამის თესლი, 2 წილი ქრისტესისხლა, 2 წილი ასკილი;

  • 1 წილი ანგელოზას ფესვი, 3 წილი ძიძო, 5 წილი ღორის ბირკა, 2 წილი კრაზანა, 2 წილი ცხვირსატეხელა, 2 წილი პიტნა, 2 წილი მრავალძარღვა, 3 წილი ცირცელის ყვავილი, 1 წილი ია;

  • 5 წილი გლერძი, 2 წილი ფარსმანდუკი, 2 წილი ქრისტესისხლა, 2 წილი ია, 1 წილი პიტნა, 3 წილი ღორის ბირკა.

მომზადების და მიღების წესი:
ყველა ჩამოთვლილი ნაკრებისგან ნაყენი ასეთი წესით მზადდება: 2 ს/კ მცენარეული ნარევი ყავის საფქვავში ან ხორცსაკეპ მანქანაში დააქუცმაცეთ, დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და თავდახურული ჭურჭლით 10 წუთი ხარშეთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ ბალახითურთ გადაიტანეთ თერმოსში და მთელი ღამით გააჩერეთ. მიიღება დღის განმავლობაში 100 - 150 მლ, ჭამამდე 30 წთ -ით ადრე. კურსი 3 - 4 თვე გრძელდება. 10 - 14 დღიანი შესვენების შემდეგ მცენარეული ნარევის შემადგენლობას ცვლიან და მკურნალობას განაგრძნობენ. მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, მცენარეებით მკურნალობა 12 თვე მაინც უნდა გაგრძელდეს, შემდგომ კი უნდა ჩაიტაროთ მკურნალობის ორთვიანი კურსი.

მკურნალობის დაწყებამდე სასურველია გაარკვიოთ იმ მცენარეების უკუჩვენება, რომლებიც ჩვენ მიერ მოწოდებულ რეცეპტებში შედის.
ფაღარათისკენ მიდრეკილების შემთხვევაში მცენარეულ ნარევში რეკომენდებულია მურყნის, თავსისხლას, შოთხვის, მუხის ქერქის, კოთხუჯის ფესვის ჩართვა (საკმარისია 1 - 2 მცენარე).
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:იცნობდე რათა დაამარცხო