ნებისმიერი სახის შეშუპების დროს მისაღები მცენარეული ხალხური ნაკრები.
შეშუპება ორგანიზმის ქსოვილებსა და ღრუებში სითხის ჭარბი დაგროვებაა. იგი ერთ - ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სიმპტომია. ნებისიერი სახის შეშუპების დროს ეფექტურია მცენარეულ ნაკრებთა შარდმდენი ნაყენიც.
გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:
გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:
- აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის არყის ხის ფოთოლი, ღვიის ნაყოფი, ბაბუაწვერას ფესვი. 1 ს/კ ნარევი ჩაივით დააყენეთ 1 ჭიქა მდუღარე წყალზე. მიიღეთ 1/4 ჩაის ჭიქა დღეში 3 - ჯერ, ჭამამდე 15 - 20 წუთით ადრე.
- 1 წილი ღიღილოს ყვავილი, 1 წილი ოხრახუში, 1 წილი არყის ხის კვირტი, 1 წილი კულმუხოს ფესვი, 2 წილი დათვის კენკრას ფოთოლი და 4 წილი წყლის სამყურას ფოთოლი ერთმანეთში აურიეთ. 1 ს/კ ნარევი 4 - 5 წუთის განმავლობაში ხარშეთ 1 ჩაის ჭიქა წყალში. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 3 - ჯერ, ჭამამდე 15 - 20 წუთით ადრე.
- ერთმანეთში აურიეთ 2 წილი ჟოლოს ნაყოფი, 4 წილი ვირისტერფას ფოთოლი, 1 წილი თავშავა. 1 ს/კ ნარევი დააყენეთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალზე. მიიღეთ ძილის წინ, ცხელი.
- აიღეთ 3 წილი დათვის კენკრას ფოთოლი, 1 წილი ღიღილოს ყვავილი და 1 წილი ძირტკბილას ფესვი. 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, წამოადუღეთ და 1 საათით გააჩერეთ. მიიღეთ 1 - 2 ს/კ დღეში 3 - ჯერ, ჭამამდე 15 - 20 წუთით ადრე.
- აიღეთ თანაბარი რაოდენობის ლობიოს პარკი, ოხრახუშის ფესვი, როზმარინის ფოთოლი, სალბის ფოთოლი, შვიტა და კრაზანა. 1 ს/კ ნარევი დააყენეთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალზე. მიიღეთ რამდენიმე ჯერზე დღის განმავლობაში.