როგორ მოვირჩინოთ მწერის ნაკბენი შინაურული საშუალებებით

როგორ მოვირჩინოთ მწერის ნაკბენი შინაურული საშუალებებით
მწერის ნაკბენი ადვილი ამოსაცნობია ქავილით, რაც ორგანიზმის ადგილობრივი საპასუხო რეაქციაა იმ ნივთიერებაზე, რომელსაც მწერი კბენისას ორგანიზმში ნერწყვთან ერთად უშვებს. ქავილი შესაძლოა აღმოცენდეს როგორც კბენისთანავე, ისე რამდენიმე საათის შემდეგ; შესაძლოა იყოს ადგილობრივიც და გენერალიზებულიც - მთელი ორგანიზმი მოიცვას. მწერების უმრავლესობის ნაკბენი მხოლოდ ადგილობრივ რეაქციებს იწვევს, თუმცა ფუტკრის, მაწუხელას, კრაზანას, ბუზანკალისა და მორიელის კბენის შემდეგ ხშირად ვითარდება ზოგადალერგიული რეაქცია, რაც იმ ტოქსინის აუტანლობის ბრალია, რომელსაც მწერები კბენისას უშვებენ ორგანიზმში.
Fpaparazzi - ის რედაქცია გასწვალით რამდენიმე შინაურულ საშუალებებს, რომლებიც სწრაფად ხსნის ქავილს და ტკივილს.

რეცეპტები:
  • გახეხილი კარტოფილი დაადეთ ნაკბენ ადგილზე. კარგ ეფექტს ავლენს ნებისმიერი მწერის ნაკბენზე, სწრაფად ხსნის ქავილს და ტკივილს.

  • თალგამის ფაფა გამოიყენება ფუტკრის ან კრაზანას ნაკბენის დროს. ტკივილი, შეშუპება და ქავილი სწრაფად ქრება.

  • მრავალძარღვას დასრესილი ფოთლები კარგია ყველა სახის ნაკბენზე.

  • ობობას ნაკბენზე გამოიყენება ანწლის ქერქის ან ნაყოფის ნახარშის აბაზანები. თბილ წყალთან ერთად.

  • ნაკბენ ადგილზე კარგია ოხრახუშის წვენის წასმა 2 - 3 -ჯერ დღეში.

  • მწერის ნაკბენზე ადებენ დანაყილ ნიორს.

  • ჟოლოს ყვავილებისა და ზეითუნის ზეთის ნაყენი (1:1 თანაფარდობით დააყენეთ 20 დღის განმავლობაში) წაივით დაზიანებულ ადგილზე.

  • დაზიანებულ ადგილზე წაუსვით გახეხილი მარმუჭი.

  • მწერების ნაკბენით გამოწვეულ დერმატიტებზე იყენებენ გულყვითელას ნაყენს ან მის მალამოს ( ნაყენით ჩამობანენ დაზიანებულ ადგილს ).

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი