რა იწვევს ჭინჭრის ციებას და როგორ მკურნალობს მას ხალხური მედიცინა

რა იწვევს ჭინჭრის ციებას და როგორ მკურნალობს მას ხალხური მედიცინა
ჭინჭრის ციება - ეს არის დაავადება, რომელიც ხასიათდება კანზე გამონაყარით და ქავილით, იშვიათად ვლინდება ლორწოვანაზე. დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს გარეგანი (ნაკბენები - ფუტკრის, ტკიპას, კრაზანას და სხვა მწერების, ჭინჭრის შეხება) მწვავე ჭინჭრის ციება შეიძლება გამოვლინდეს როგორც დაავადების სიმპტომი კვებისმიერი ალერგიის დროს. საკვები პროდუქტები რომლებიც იწვევენ ჭინჭრის ციებას: ხორცის, თევზის კონსერვი, მარწყვი, კიბორჩხალა, კვერცხი და ა.შ. ჭინჭრის ციება ასევე შეიძლება გამოვლინდეს ორგანიზმში უცხო ცილის მოხვედრისას: რძე, ვაქცინა, სამკურნალო შრატი, სისხლის გადასხმა, დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს კოლიტი,ენტერიტი, ნაღვლის ბუშტის და ღვიძლის დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის დაავადება და ა.შ. ჭინჭრის ციება შეიძლება იყოს წამლისმიერი ანტიბიოტიკები, სულფანილამიდები, სალვარსანი, სანტონინი და ა.შ.
ჭინჭრის ციება თუ საკვებისმიერი ან წამლისმიერია პირველ რიგში ავადმყოფს უნდა მივცეთ საფაღარათო საშუალება: მაგნეზია, აბუსალათინის ზეთი, მცენარეული წამლები ასევე სვამენ ნაწლავების დეზინფექციისთვის გულყვითელას, ქრისტესისხლას, გვირილას, ზღვის მცენარეების ნახარშები.

რეცეპტები:
  • 200 გრ მაიორანს დაასხით 2 ლ მდუღარე, ეს ნაყენი ემატება აბაზანაში (ნაყენი ემატება დასაბან წყალში )

  • მინდვრის პიტნა 2 ს.კ დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 სთ 50 მლ მიიღეთ 3 - ჯერ დღეში.

  • პირშუშხას წვენი და თაფლი შეურიეთ თანაბარი რაოდენობით, სვამენ 1 ჩ/კ 3 - ჯერ დღეში, 2 - 3 კვირის განმავლობაში.

  • ადგილობრივად (აბაზანას, გადავლება, ჩამორეცხვა) გამოიყენება ნახარში ან ნაყენი: მუხის ქერქის, გვირილას, ღვიის, სელის თესლის, კაკლის ფოთლების, ანწლის ფოთლების.

  • აიღეთ 1 ჩ/კ თეთრი ფითრის ფოთლები, დაასხით 1 ჭ ცივი წყალი. დააყენე 12 საათი, გაწურე, 1 ჭიქა არის სადღეღამისო დოზა.

  • გამოიყენება ძირტკბილას ფესვისა და ლობიოს თანაბარი რაოდენობა 1 - 2 -ჯერ დღეში ნახარშის სახით.

  • ჭინჭრის ახალგაზრდა ფოთლები გამოიყენება სალათის სახით.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი