გველისა და მორიელის ნაკბენზე მკურნალობის ხალხური საშუალებები

გველისა  და   მორიელის  ნაკბენზე   მკურნალობის    ხალხური  საშუალებები
ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყოველ წუთს და ყველა სახის სასარგებლო ინფორმაციას შესაძლოა გადამწვეტი როლი მიენიჭოს. რათქმაუნდა აპრიორ აუცილებელია ასეთი შემთხვევის დროს სასწრაფოდ მივმართოთ ექიმს და მივიღოთ სამედიცინო დახმარება, მაგრამ FPAPARAZZI-ს რედაქციის მიერ შემოთავაზებული ამ რჩევებით შეიარაღებაც არ იქნება ურიგო - რაიცი რა ხდება, რა გარემოებაში შეიძლება დაგვჭირდეს ეს ესოდენ ფასეული ინფორმაცია.


კბენისთანავე საჭიროა ნაკბენის ზემო ნაწილში დავადოთ ლახტი, თოკის ან ქამრის სახით და მჭიდროდ მოვუჭიროთ, რათა შეწყდეს სისხლის მოძრაობა და შხამების გავრცელება ორგანიზმში სისხლის მეშვეობით. ტკივილის სიძლიერის მიუხედავად, აუცილებელია გამოვადინოთ სისხლი ნაკბენი ადგილიდან, (თუნდაც ნაკბენი ადგილის გაჭრის გზით) ხოლო 15 წუთის შემდეგ მოვხსნათ ლახტი და მივმართოთ ექიმს.

თუ გველმა გიკბინათ და მარტო იმყოფებით, უკიდურეს შემთხვევაში უნდა ეცადოთ ნაკბენი გამოიწოვოთ და გადააფურთხოთ. მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ, რომ პირის ღრუში არ უნდა გქონდეთ რამე დაზიანება, რათა შხამმა არ გამოიწვიოს ხელახალი მოწამვლა.

მორიელის, ღრიანკალის, ტარანტულის კბენის დროს საჭიროა, გამოვიყენოთ შემდეგი საშუალება:
ავიღოთ სამი მორიელი, მოვათავსოთ ისინი დახურულ მინის ქილაში, დავასხათ ზეითუნის ზეთი, გავაჩეროთ სამი კვირის განმავლობაში.
ამის შემდეგ ეს ზეთი შეიძლება გამოვიყენოთ ნაკბენი ადგილის დასაზელად ყოველ ერთ საათში, ვიდრე სიწითლე და შესივება არ გაივლის.

მორიელის დაჭერა შეიძლება შემდეგნაირად:
თუ ავიღებთ თაფლის ცვილისგან გაკეთებულ პატარა ბურთულას, მივაბამთ ძაფს და ჩავუშვებთ ფუღუროში, სადაც მორიელი გვეგულება, იგი მაშინვე ფეხებით შემოეჭდობა ცვილის ბურთულას და ვერ მოსცილდება მას, შემდეგ ჩავუშვებთ ზეითუნის ზეთში და ამის შემდეგ ის მოსცილდება ცვილის ბურთულას და დარჩება ზეთში. ასე შევაგროვებთ მორიელებს, მისივე ნაკბენის სამკურნალოდ.
სტატიის ავტორი: თეა მესხი
სტატიის წყარო:ხალხური მედიცინით მკურნალობის აღმოსავლური მეთოდები