გამოცდილი მეყვავილის 10 მარტივი რჩევა
თუ ყვავილები დაგიავადდათ, არ არის აუცილებელი, ქიმიური საშუალებები გამოიყენოთ. რეცეპტების ყველა შემადგენელს შინაც იპოვით.
მოიცილეთ ბუგრები სარეცხი საშუალების მეშვეობით
ბუგრებს ახალგაზრდა ყლორტებზე უყვართ ბინადრობა. მაგრამ მათი მოცილება მარტივად შეიძლება 2 წვეტი სარეცხი საშუალებისა და სველი ჩვრის მეშვეობით. ერთი ხელის მოსმით გათავისუფლდებით მათგან.
არალეგალების მოშორება
თუ მიწაში პაწაწინა მწერებმა დაიდეს ბუდე და ყვავილებს აზიანებენ, უბრალოდ, ჩაარჭეთ ქოთანში 3 ღერი ასანთი თავით დაბლა და მავნებლები მალევე დატოვებენ იქაურობას.
ძმრის ესენცია სადეზინფექციოდ
სოკო და ნადების ლაქები ქოთანს მიმზიდველობას უკარგავს და დროთა განმავლობაში უამრავი დაავადების ბუდე ხდება. წაუსვით ქოთანს ძმრის ესენცია და მოხეხეთ ჯაგრისით, ჭუჭყის მოსაცილებლად და დაავადებების მოსასპობად.
თხევადი საპონი და სპირტი გაანადგურებს ობობას ტკიპას
ამ მავნებელს მზაკვრული ხასიათი აქვს: მწერები აბჯრის ქვეშ იმალებიან და მათი იქედან გამოღება რთულია. სცადეთ თხევადი საპნისა და სპირტის ნარევ: 20 გრ საპონი და ცოტაოდენი სპირტი გახსენით 1 ლიტრ წყალში, შემდეგ მოაპკურეთ ფოთლების ქვედა მხარეს. თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ხსნარში ბამბის ჩხირი დაასველეთ და მოუსვით ფოთოლს.
ობობას ტკიპას მოცილება ორთქლით
მშრალ და თბილ ადგილას ობობას ტკიბა უფრო ვრცელდება და მათი თხელი ქსელი შესამჩნევი ხდდება. 3 მარტივი საშუალება მოგაცილებთ მათ: დაგჭირდებათ მოსაპკურებელი, პოლიეთილენის პარკი და წყალი. კარგად მოაპკურეთ მცენარეებს წყალი, მოათავსეთ დიდ პოლიეთილენის პარკში ქოთანი და ჰერმეტულად დახურეთ. მაღალი ტენიანობა შეაჩერებს ტკიპების გამრავლებას და ბოლოს და ბოლოს, განადგურდებიან.
ხახვის ნახარში იმუნიტეტის ასამაღლებლად
იმისათვის, რომ ყვავილების სტრესს ებრძოლოთ, ჩააგდეთ ხახვის ნაფცქვენი მდუღარე წყალში, მოადუღეთ და გააჩერეთ მთელი ღამით. მოაპკურეთ მცენარეს ეს ნაყენი.
კირის ნადებს ტორფი მოაშორებს
თუ მცენარეს ფოთლებზე თეთრი ლაქები გაუჩნდა, ეს არ არის პანიკის მიზეზი, ეს უბრალოდ ხისტი წყლის ნადებია. წყლის დარბილება ტორფით არის შესაძლებელი. უბრალოდ, ტილოს ტომსიკაში ჩაყარეთ ტორფი და მოათავსეთ წყლით სავსე 10-ლიტრიან ვედროში. ტორფი კირის ნეიტრალიზებას მოახდენს და უფრო სასიამოვნს გახდის მცენარისთვის.
სარწყავი წყალი
კარტფილის ნახარში შეიცავს სახამებელს, რაც ხელს უწყობს მცენარის ზრდას. მაგრამ ნახარში აუცილებლად უმარილო უნდა იყოს. დადგმული მინერალური წყალი (უგაზო წყალი) მოქმედებს როგორც სასუქი.
ყავის ნალექი - შესანიშნავი გამაფხვიერებელი
ნუ გადაყრით ყავის ნალექს, ეს სწორედ ისაა რაც მიწას სჭირდება ყვავილისთვის. საქმე იმაშია, რომ გამაგრებული მიწა კვლავ ფხვიერი გახდება ყავის წყალობით. ამასთან, ის დასწევს рН მაჩვენებელს.
კოსმეტიკური პროცედურები
მცენარისთვის იერსახე ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ, ფოთლები რეგულარულად უნდა გაწმინდოთ მტვრისგან. თხელი ფოთლები ფუნჯით გაწმინდეთ, უფრო მაგარი - შეგიძლიათ გარეცხოთ.