ვარდზე გაჩენილ ბუგრებს (ტილი) ადვილად მოიშორებთ თუ ამ რეცეპტს გამოიყენებთ! - არავითარი ქიმია.

ვარდზე გაჩენილ ბუგრებს (ტილი) ადვილად მოიშორებთ თუ ამ რეცეპტს გამოიყენებთ! - არავითარი ქიმია.
ყვავილობის დროს ვარდების ცქერა ნამდვილი სიამოვნებაა, მაგრამ ამ როდის მათზე მავნებლებიც საკმაო რაოდენობით იყრის თავს. მაგალითაც მცენარის ტილი (ბუგრები), რომელიც კოლონიებად სახლდებიან ვარდებზე და გამოწოვენ წვენს ახალგაზრდა ყლორტებს და კოკრებს.

რათქმუნდა ტილთან ბრძოლა სპეციალური შხამებით არის შესაძლებელი, მაგრამ არის საშიშროება, რომ ტილი მალევე დაბრუნდება უკან უფრო დიდი კოლონიებით. ვინაიდან მის მოწამვლასთან ერთად თქვენ მის ბუნებრივ მტრებსაც წამლავთ. იქიდან გამომდინარე, რომ ტილი კოსმიური სიჩქარით მრავლდება თქვენ ტილების ნამდვილი შემოსევა გელით. ამის გათვალისწინებით ჩემს ნაკვეთზე მე მათ ქიმიის გარეშე, ხალხური საშუალებების გამოყენებით ვებრძვი.
FPAPARAZZI-ს რედაქცია გთავაზობთ, ნატურალურ და ეკოლოგიურად სუფთა "შხამს"- ყვავილის ტილის მოსასპობად.

ინგრედიენტები:
  • ხახვი - 30 გრ
  • ნიორი - 30 გრ
  • სარეცხის საპონი -5 გრ
  • 1 ლიტრი წყალი.


მომზადების და გამოყენების წესი:
  1. შეურიეთ ხახვი ნიორი 1 ლიტრა წყალში და დააყენეთ 24 საათი.
  2. შემდეგ დაუმატეთ 5გრ საპონი და მიღებული ხსნარი შეაშხურეთ ვარდებს და მცენარეებს, რომლებზეც ბუგრები დასახლდა.


ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ:
  • ასევე დაგეხმარებათ შეშის ნაცარი: 2 ჭიქა ნაცარი გახსენით 10 ლიტრ წყალში, დააყენეთ 24 საათი და შეაშხურეთ მცენარის დაზიანებულ არეებს.
  • თამაქო და წეკო ასევე შესანიშნავად ებრძვის ბუგრებს: 40 გრამი - 1 ლიტრ წყალზე, დააყენეთ 24 საათი, გაფილტრეთ, დაუმატეთ კიდევ 1 ლიტრა წყალი და შეაშხურეთ


ვიმედოვნებთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული მარტივი რეცეპტები დაგეხმარებათ ბუგრების განადგურებაში, მავნებელი ქიმიკატების გამოყენების გარეშე.

თქვენ რა საშუალებებს იყენებთ ყვავილების შესაწამლად? - გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდიელბა კომენტარებში და ასევე გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც.