ოთახის ყვავილების მოვლის 5 საიდუმლო
- სიმშვიდის პერიოდში (შემოდგომა, ზამთარი) არ შეიძლება სასუქის უხვად შეტანა მცენარეებში - შეიძლება ღერო დაიჭიმოს.
- დარგვისას, მცენარეებს მავნებლები რომ არ შეესიოს, მიწაში 3-4 ასანთის ღერი ჩაარჭეთ თავით.
- თუ მცენარეს მავნებლები გაუჩნდა, ღეროებზე და ფოთლებზე უნდა შეასხუროთ შემდეგი ხსნარი: წყალში გახსენით სარეცხი საპნის ნაჭერი და რამდენიმე წვეთი სპირტი.
- შესანიშნავი სასუქი, რომლის წყალობითაც ყვავილები სწრაფად იზრდება და უხვად ყვავილობს: მოხარშეთ ხახვის ნაფცქვენი. შემდეგ ნაყენი გააზავეთ წყალში 1:10 პროპორციით და მორწყით ყვავილები თვეში 2-ჯერ.
- უმჯობესია, ყვავილები არა მაღაზიის მიწაში, არამედ, ბოსტნის მიწაში დარგოთ, რომელსაც წინასწარ ღუმელში „გამოაცხობთ“.