თუ თქვენ ოთახის მცენარეების გიყვართ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს 10 რჩევა.

თუ თქვენ ოთახის მცენარეების გიყვართ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს 10 რჩევა.
თუ ყვავილების გახარებასთან დაკავშირებით პრობლემები გაქვთ, ნუ იჩქარებთ მაღაზიაში წასვლას და სპეციალური ქიმიური საშუალებების შეძენას. ყველაფერი, რაც დაგჭირდებათ, დიდი ალბათობით უკვე მოიპოვება თქვენს სახლში.
  1. მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა.
    მავნებლების განადგურება მარტივად არის შესაძლებელი სარეცხი საშუალების დახმარებით. სასურველ ქსოვილზე დაიტანეთ მცირე რაოდენობით ეს საშუალება და ნაზად დაამუშავეთ მცენარის ფოთლები მისი გამოყენებით.

  2. მწერები.
    თუ თქვენი საყვარელი მცენარის ნიადაგში მავნე მიკოორგანიზმები ბინადრობენ, ჩაარჭეთ მიწაში 3 ასანთის ღერი თავით ქვემოთ და მავნებლები უმალვე დატოვებენ ამ ტერიტორიას.

  3. დეზინფიცირება.
    ოთახის მცენარის დეზინფიცირება მარტივად არის შესაძლებელი ძმრის ესენციის დახმარებით. დაამუშვეთ ქოთანი ამ საშუალებით და კარგად გახეხეთ ის ძველი ჯაგრისის გამოყენებით. ჭუჭყი, სიბინძურე და სხვადასხვა დაავადებები, რომლებიც თქვენი მცენარის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, უმალვე განადგურდება.

  4. თხევადი საპონი და სპირტი მავნებლების წინააღმდეგ.
    მავნებლები, რომლებიც ფოთლებ ქვეშ ბინადრობენ, უდიდეს საფრთხეს უქმნიან ჩვენი საყვარელი მცენარეების სიცოცხლეს. მათ გასანადგურებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ თხევადი საპონი და სპირტი. 20 გრამ თხევად საპონში ჩაამატეთ მცირეოდენი სპირტი და მიღებული მასა გახსენით 1 ლიტრი წყალში. მიღებული საშუალებაში ჩაალბეთ ბამბის ჩხირი და დაამუშავეთ ფოთლები ორივე მხრიდან.

  5. ხახვის ნახარში აძლიერებს იმუნიტეტს.
    იმისათვის, რომ დაეხმაროთ ყვავილების სტრესის დამარცხებაში და აამაღლოთ მათი იმუნიტეტი, მორწყეთ ისინი ხახვის ნახარშით. 2 ჭიქა მდუღარე წყალში ჩაყარეთ 1 ხახვის ნაჭუჭი და განაგრძეთ დუღილი კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში. გადმოდგით ნარევი ცეცხლიდანდ და დააყოვნეთ მთელი ღამით. მეორე დილას მორწყეთ თქვენი მცენარე მიღებული ნახარშით.

  6. თეთრი ლაქები მცენარის ფოთლებზე.
    თუ თქვენს მცენარეს ფოთლებზე თეთრი ლაქები გაუჩნდა, ამაში სანერვიულო არაფერია. დიდი ალბათობით ლაქების გაჩენის მიზეზს ხისტი წყალი წარმოადგენს, რომელსაც მცენარის სარწყავად ვიყენებთ. ხისტი წყლის დარბილება და თეთრი ლაქების წარმოქმნის თავიდან არიდება შესაძლებელია ტორფის გამოყენებით. უბრალოდ შეკერეთ პატარა ტომარა საკუთარი ხელით, ჩაყარეთ მასში ტორფი და ჩააგდეთ ის წყლით სავსე ვედროში, რომელსაც მომავალში მცენარის მოსარწყავად გამოიყენებთ.

  7. სარწყავი წყალი.
    არადსროს გადაღვაროთ წყალი კარტოფილის მოხარშვის შემდეგ, რადგან ის სახამებელს შეიცავს, რომელიც ხელს უწყობს მცენარეებს ზრდაში. გაითვალისწინეთ, კარტოფილის ნახარში გამოყენება არავითარ შემთხვევაში შეიძლება, თუ ის დამარილებულია.

  8. ყავის ნალექი.
    არასდროს იჩქაროთ ყავის ნალექის გადაყრა. ერთი მუჭა შავი ექსტრაქტი - სწორედ ის, რაც საჭიროა მცენარეების ნიადაგისთვის. საქმე იმაშია, რომ მცენარის გამაგრებული და გაუხეშებული ნიადაგი კვლავ დარბილდება ამ უბრალო და იაფი პროდუქტის დახმარებით. გარდა ამისა, ყავის ნალექი ძალზედ სასარგებლოა ჩვენი საყვარელი მცენარისითვის, რადგან ის ამცირებს pH-მაჩვენებელს.

  9. კოსმეტიკური პროცედურები.
    არასდროს დაგავიწყდეთ მცენარეების ფოთლების გადაწმენდა მტვრისგან. ამ პროცედურისთვის ყოველთვის გამოიყენეთ რბილი ფუნჯი და იმოქმედეთ მაქსიმალურად ფრთხილად, რათა თავიდან აირიდოთ მცენარის ფოთლების დაზიანება.

თუ თქვენ გყავთ ისეთი მეგობარი, რომელსაც მცენარეების მოვლა უყვარს, აუცილებლად გაუზიარეთ მას ეს ინფორმაცია. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!