მწვავე და ქრონიკული გასტრიტის სამკურნალო უებარი საშუალებები

მწვავე და ქრონიკული გასტრიტის სამკურნალო უებარი საშუალებები
კუჭ - ნაწლავის ტრაქტი წარმოადგენს ურთულეს ქიმიურ ლაბორატორიას, სადაც ხდება საკვების დაქუცმაცება, მას ემატება სხვადასხვა საჭმლის მომნელებელი წვენი და თანდათან გადაადგილდება ერთი ნაწილიდან მეორესკენ, ყველა მონაკვეთში ყოვნდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა მისი გადამუშავებისთვის.
მწვავე გასტრიტი ძირითადად ჩნდება მავნე მავნე საკვების გამოყენებით. ასევე კუჭის ლორწოვან გარსზე უხვი, უხეში, მწარე, ზედმეტად ცხელი ან ცივი საკვების მიღებით გამოწვეული გაღიზიანებით. მწვავე გასტრიტი გვხვდება ნებისმიერი საწამლავით მოწამვლის დროს.

მწვავე და ქრონიკული გასტრიტის მკურნალობა:
  • დილით უზმოზე მიიღეთ 1 ჭ ჩაი წნორის ყვავილებისგან დამზადებული და მიაყოლეთ 1 ჭ გადადუღებული რძე.

  • 1 ჩ/კ ოროვანდის დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 1 ჭ გადადუღებული, ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებული წყალი, დააყენეთ ღამის განმავლობაში, გაწურეთ.
    მიიღება 1/2 ჭ 3 - ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ - ით ადრე.

  • კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესის დროს რეკომენდებულია 2 - 3 კვირის განმავლობაში, ყოველდღე ოროვანდის, ახალგაზრდა ფესვების 4 -5 ც ჭამა, ფესვი უნდა შეიჭამოს მიწიდან ამოთხრის დღეს, მეორე დღეს არ გამოიყენება.

  • მწვავე და ქრონიკული გასტრიტის სამკურნალოდ მიიღება 1 ს/კ მრავალძარღვას წვენი, 3 - ჯერ დღეში ჭამამდე 20 წთ - ით ადრე. ზამთრისათვის ახალ წვენს დაასხით იმავე რაოდენობის არაყი ან სპირტი. ასევე შეიძლება გამოიყენოთ მრავალძარღვას გამხმარი ფოთლების ნაყენი. 3 ჩ/კ ფოთლებს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ 6 სთ. მიიღება 1 /3 ჭ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე.

  • მწვავე გასტრიტის დროს 1/2 ლ არაყში ხარშეთ 30 გრ ახალგაზრდა მრავალძარღვას ფოთლები 5 წთ (წვრილი ფოთლები ) გაწურეთ, მოათავსეთ ბოთლში. მიიღება 1 ს/კ უზმოზე ჭამამდე 1 სთ - ით ადრე.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი